1 აგვისტო 2026

თაღლითების პარტიის სათადარიგო ლიდერი თურაზაშვილი”ოცნებას” პასუხისმგებლობით ემუქრება

მსჯავრდებულ ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენის გამო შეშფოთებული “ძლიერი საქართველო-ლელოს“ სათადარიგო ლიდერი ვინმე ქეთევან თურაზაშვილი აცხადებს, რომ “ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე გრძელდება პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება” და მმართველ პარტიას პასუხისმგებლობით ემუქრება.

სათადარიგოს განცხადებით, თურმე “პოლიტიკური აქტის განხორციელების”, “შუშის ჩამტვრევის” და 320-ლარიანი ზარალის გამო, მათი პარტიის ლიდერს ალექსანდრე ელისაშვილს ტერორისტობა” დაბრალეს” და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

  • ” ოცნებამ“, როცა დაინახა, რომ ალეკოს მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილმა ადამიანმაც კი არ დაიჯერა მისი ტერორისტობა, კიდევ ახალი ბრალი შემოგვთავაზეს, თითქოს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სასამართლო შეურაცხყო”- ჩივა თაღლითთა და მევახშეთა პარტიის (როგორც საზოგადოებაშია ცნობილი -რედ.) სათადარიგო ლიდერი.

თურაზაშვილი არც “ქვეყანაში გამეფებულ დიქტატურას” ეპუება და „ქართულ ოცნებას“ სრული პასუხიმგებლობით მიმართავს და აცხადებს , რომ:”ყველას, ვინც „ქართული ოცნების“ უკანონო დავალებებს ასრულებს მოუწევს პასუხისგება კანონის და სამართლიანი სასამართლოს წინაშე”, თუმც “სამწუხაროდ” კონკრეტულ ვადას ვერ ასახლებს.