ნულოვანი ტოლერანტობა- ყველანი ციხეში, უკომპრომისოდ, უშეღავათოდ! (ვიდეო)
აკაცუკური მედიები, ისევ და ისევ, თავიანთი ჩვეული, სიბრაზითა და ტყუილებით გაჯერებული ნარატივით გვიყვებიან, რომ თურმე „მხოლოდ ბანერზე წარწერის გამო“ – „ბიძინა ყ*ეა?“ – პოლიციამ ჯამში 10 მოქალაქე დააკავა. სხვა არაფერი მოხდა, ამბობენ სახელმწიფო თურმე უბრალოდ „ძალადობს“ საკუთარ „ევროპული მომავლის მცველ“ მოქალაქეებზე, პრორუსი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ გმირებზე – მხოლოდ ერთი შეურაცხმყოფელი წარწერის გამო!
რა იოლი და მოხერხებული ტყუილია, რა თვალთმაქცობა! მათ არც კანონი აინტერესებთ, არც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი, რომელთა შეხედულებები კარდინალურად, ფესვებამდე განსხვავდება მათი ავადმყოფური, დეგენერაციული და ანტიეროვნული აზროვნებისგან.
მათთვის კანონი მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა მათ აწყობთ. დანარჩენ დროს კი სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიცია, სასამართლო – ყველაფერი „რეპრესიული აპარატია“, რომელიც „დემოკრატიის დამცველებს“ თრგუნავს
„მხოლოდ ბანერის გამო“. ეს ზუსტად ისეთივე ცინიკური, მანიპულაციური ნარატივია, როგორიც ხელისუფლების ხელში ძალადობრივი გზით ჩაგდების, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის „სასახლის ღობის საქმედ“ გადაქცევა. ან მანიაკი ექსპრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ურცხვად გაფლანგვის, მილიონობით ლარის კოსტუმებში, საათებში და საყვარლებისთვის საკაულების შეძენის „კოსტუმების საქმედ“ გადარქმევა. იგივე ლოგიკით, ნებისმიერი დანაშაული, ნებისმიერი ძალადობა, ნებისმიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება შეიძლება „წვრილმანად“ გადაიქცეს, თუ მედია და მათი დასავლური დონორები ასე გადაწყვეტენ.
აბა, შეხედეთ მომავალ „სინდისის პატიმრებს“ – ამ უანმუსო, დეგრადირებულ, ყველაფრისგან დაცლილ არსებებს. შეხედეთ მათ სახეებს. რას გვანან? ადამიანს? არა, ცარიელ, გამოფიტულ, სიძულვილითა და ფანატიზმით გაჟღენთილ ნიღბებს. ადამიანის არამსგავს არსებებს, რომლებიც დიდი ხანია დაკარგეს ნებისმიერი კავშირი რეალობასთან, ეროვნულ ინტერესებთან და ელემენტარულ ღირსებასთან.

ბოდიშს ვუხდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს მსგავსი შეურაცხმყოფელი ვიდეომასალის გავრცელებისათვის, მაგრამ ერმა უნდა გაიგოს და დაინახოს, ვინ არიან ეს „გადამრჩენლები“. ქვეყანამ იცოდეს მათი სახეები, მათი აზროვნება, მათი ლექსიკა, მათი მორალი – ანუ მისი სრული არარსებობა.
ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, ათწლეულების განმავლობაში გავუძლეთ და ვუძლებთ მათგან მომავალ შეურაცხყოფას, ცილისწამებას, შანტაჟს, მუქარას, ფიზიკურ და მორალურ ტერორს. უკვე 14 წელია. 14 წელი უწყვეტი სიძულვილის, ტყუილის და დესტრუქციის და ახლა ისინი ისევ იგივე მეთოდებით ცდილობენ, რომ თავი გმირებად წარმოაჩინონ, ხოლო სახელმწიფო – მტრად.
არანაირი „რუსული რბილი ძალა“, არანაირი პროპაგანდა ვერ აღემატება იმ ზიანს, რასაც ეს ადამიანები აყენებენ, საკუთარი ხელით, საკუთარი ქმედებებით დისკრედიტაციას უწევენ ე.წ. დასავლურ ღირებულებებს, „ერთიანი ევროპული ოჯახის“ იდეას. იმ ოჯახისას, რომლის არსი და მნიშვნელობაც მათ დიდი ხანია დავიწყეს – თუ საერთოდ ოდესმე ესმოდათ. მათთვის „ევროპა“ მხოლოდ ფულია, გრანტებია, ვიზებია და იმუნიტეტი კანონის წინაშე. რეალური ევროპული ფასეულობები – კანონის უზენაესობა, პასუხისმგებლობა, ეროვნული სუვერენიტეტი – მათთვის უცხო და მიუღებელია.
სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ჩვენს, ჩვეულებრივი მოქალაქეების შეურაცხყოფის, დაღლილობისა და ტანჯვის ხარჯზე ხდება. მაგრამ მთავარი მიზანი ერთია: დასრულდეს ამ საზოგადოებრივი მავნებლების, ამ პარაზიტების პარპაში ქვეყანაში. ხალხმა ნათლად იცოდეს, ვინ, როგორ აზროვნებს, რას ფიქრობს და რას აკეთებს „ქვეყნის მომავლის გადასარჩენად“.
როგორც ერთი ქართული ფილმის გმირი იტყოდა: ყველაფერს აქვს პრედელი. და ეს პრედელი დიდი ხანია გადალახულია.
ესენი არიან მეხუთე კოლონის დაზომბირებული, გამოთაყვანებული, უცხო ცენტრებიდან მართული სექტა. ისინი ასრულებენ დასავლეთის პირდაპირ დავალებებს და მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი საწინააღმდეგოდ. მათთვის საქართველო მხოლოდ პლაცდარმია, მხოლოდ ინსტრუმენტია უფრო დიდი გეოპოლიტიკური თამაშისთვის. მათ არ აინტერესებთ არც ქართული სახელმწიფოებრიობა, არც ქართული იდენტობა, არც ქართული მომავალი.
ჰოდა, მივმართოთ მათ საკუთარი სათაყვანებელი და გამოთაყვანებული ლიდერის სიტყვებითვე: ნულოვანი ტოლერანტობა- ყველანი ციხეში, უკომპრომისოდ, უშეღავათოდ!
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
