18 ივლისი 2026

ლევან ბერძენიშვილი: ჩვენი ისტორიული სირცხვილი: სააკაძე, თამარი, ერეკლე – “გმირები” თუ ავანტიურისტები?

(ამონარიდი ლევან ბერძენიშვილის ერთ-ერთი ლექციიდან)

მეგობრებო, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ თვალების დახუჭვა და წარსულის მითოლოგიზაცია. კრიტიკა არ არის სიძულვილი საკუთარი ისტორიის მიმართ – პირიქით, სიყვარულია. გვინდა გავიგოთ, რატომ ვართ აქ, სადაც ვართ, და აღარ გავიმეოროთ იგივე შეცდომები. ევროპული ერი ვართ, ტაბუები არ უნდა გვეშინოდეს.

ხომ ხედავთ როგორ იწვევს აჟიოტაჟს ჩემი პოზიცია ისტორიულ ფიგურებზე? კარგი, ვთქვათ პირდაპირ და უშუალოდ.
გიორგი სააკაძე – „დიდი მოურავი“ კლასიკური მაგალითია ქართული ისტორიის იმ ტიპის „გმირისა“, რომელიც მითოლოგიამ შექმნა, ხოლო რეალობამ სწრაფად დაამტვრია.

ამბიციური ფეოდალი, რომელიც ერთი იმპერიიდან მეორეში გარბოდა, ინტრიგებს ქსოვდა, ძალაუფლებისთვის იბრძოდა და საბოლოოდ – შვილი გაწირა, თავადაც თურქების მიერ იქნა მოკლული. ეს არ იყო ეროვნული გმირობა, არამედ პირადი ავანტიურა, რომელმაც შიდა დაპირისპირებები კიდევ უფრო გააღრმავა.

საბჭოთა კინომ, კონკრეტულად კი სტალინის პირადი ჩართულობით ის „ხალხის გმირად“ აქცია. სიმართლე კი ისაა, რომ ასეთი მანევრირებით ქვეყანა არავის გადაურჩენია.

  • სააკაძე კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ ქმნის მითოლოგია „გმირებს“ საქართველოში. ის იყო ამბიციური ფეოდალი, რომელიც ერთი მხარიდან მეორეზე გადადიოდა სპარსელებთან, თურქებთან, შემდეგ კვლავ… მისი „გმირობა“ უფრო პირადი ძალაუფლების ბრძოლა იყო, ვიდრე ეროვნული ინტერესები.
  • ვიმეორებ, ეს არის ტრაგედია ინტრიგების, ღალატისა და მოკლევადიანი გათვლების. საბჭოთა პროპაგანდამ კი ის „ხალხის გმირად“ აქცია, რათა ფეოდალურ წინააღმდეგობაზე ესაუბრათ. სინამდვილეში ის უფრო ავანტიურისტი იყო, რომელმაც ქვეყანა კიდევ უფრო დააკოჭა შიდა დაპირისპირებებით.
  • თამარის მეფობაც კატასტროფა იყო ქრისტიანული და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. მეფე-დედოფალი, რომელიც პირად ურთიერთობებსა და ინტრიგებს უშვებდა, რამაც ქვეყანა დასუსტდა
  • „ბრწყინვალე“ გიორგი? ნახევარი საქართველო დავკარგეთ მის დროს.
  • ერეკლე II -ზე მომწყინდა საუბარი, ის იყო კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ იღებს „პატრიოტი მეფე“ არასწორ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში კატასტროფას იწვევს გეორგიევსკის ტრაქტატი და სხვა.

ჩვენ ისტორია ხშირად მითოლოგიად ვაქციეთ. გვიყვარს იდეალური გმირები, მაგრამ ისტორიკოსის საქმე იდეალების შექმნა არ არის. ისტორიკოსის საქმეა კითხვების დასმა. არც ერთი ისტორიული ფიგურა არ არის კრიტიკის მიღმა.

ხალხს უყვარს რომანტიული მითები – თამარი და ერეკლე „საყვარელნი“ არიან, თუმცა ისტორიულად ყველაზე წარუმატებელთა შორის. დავით აღმაშენებელი კი გამონაკლისია, მაგრამ მისი წარმატებაც არა პოპულიზმით, არამედ მძიმე, არაპოპულარული გადაწყვეტილებებით მოვიდა.