3 ივლისი 2026

ევროპელების მხოლოდ 27%-ს სჯერა, რომ საკუთარი ქვეყანა თავს დაიცავს

POLITICO: გამოკითხვის თანახმად, ევროპელებს ეჭვი ეპარებათ, რომ საკუთარი ძალებით თავდაცვა შეუძლიათ
Public First-ის ივნისის კვლევამ, რომელიც ევროკავშირის 24 ქვეყანაში ჩატარდა ეროვნული თავდაცვის საკითხში – რესპონდენტთა 58 პროცენტი თვლის, რომ მათი ქვეყანა არ არის მზად თავის დასაცავად და მხოლოდ 27 პროცენტი ფიქრობს, რომ მზადაა.

ევროპელები თავს ნაკლებად დაცულად გრძნობენ და მიაჩნიათ, რომ აშშ ნაკლებად საიმედო პარტნიორია.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მათ მზადყოფნა აქვთ, გაუმკლავდნენ იმ მწვავე კომპრომისებს, რასაც უფრო ავტონომიური ევროპული თავდაცვა მოითხოვს – განსაკუთრებით, უფრო მეტი ინვესტიციის საჭიროებას, რომელიც არ იქნება აუცილებლად მიმართული საკუთარი ქვეყნის ფირმებისკენ – ეს კვლავ ღია საკითხად რჩება“, – განაცხადა Public First-ის დირექტორმა, ანანდ მენონმა.

სსრკ-ს ეპოქაში, Warsaw Pact-ის დოკუმენტი ომის შემთხვევაში დასავლეთ ევროპაში სწრაფი შეტევითი ოპერაციებს ითვალისიწნებდა.
საბჭოთა ოპერატიული გეგმების მიხედვით იდეა იყო ძალიან სწრაფი წინსვლა:

პირველ დღეებში – დასავლეთ გერმანიის ფრონტის გარღვევა,
დაახლოებით 7–10 დღეში – გასვლა საფრანგეთამდე და
დაახლოებით 2–3 კვირაში – ატლანტიკის სანაპიროს მიღწევის ვარიანტები განიხილებოდა.

დღეს, ეს ვადები შესაძლოა უფრო შეიკვეცოს.
ევროპა – უკრაინა არ არის, რომ რუსეთმა ბრძოლის ლოიალური მეთოდები გამოიყენოს და ვარაუდის დაშვების შემთხვევაში რუსეთს მათთან “სრულიად განსხვავებული” ბრძოლის ტაქტიკა ექნება.