დიდი ბრიტანეთის პრემიერი ამაყობს, რომ პარლამენტში მსოფლიოში ყველაზე მეტი გეია
თუ, 2015 წელს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში (პარლამენტში) არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლობის 32 ღიად გეი, ლესბოსელი და ბისექსუალი წევრი იყო, დღეს ეს რიცხი გაორმაგდა და 75-ზე მეტს შეადგენს.
ამის შესახებ პრემიერმა სტარმერმა აქტივისტებს საკუთარ რეზიდენციაში პრაიდის თვის აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე განუცხადა.
- „მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩვენ გვყავს ყველაზე გეი პარლამენტი. არა მგონია, არსებობდეს სხვა პარლამენტი, რომელიც ამ პარლამენტზე უფრო გეი იყოს“, – თქვა სტარმერმა.
აღსანიშნავია, რომ თემთა პალატის 650 წევრიდან 75-ზე მეტი ღიად ლგბტ+ თემის წარმომადგენელია, რაც მსოფლიო რეკორდია.
