შენს მოსვლამდე არაფერი ეტკინოს საქართველოს, პეტერ!
თითქოს ცა ჩამოიქა, გადაირია, იჭექა… მეხად გავარდა: წავიდა, გერმანიის ელჩმა ფიშერმა საბოლოოდ დაგვტოვა-ო...!
არ არსებობს სიტყვები, რომლებიც გამოხატავენ იმ უსაზღვრო, კოსმიურ მწუხარებას, რომელიც დღეს მთელ ქართველ ერს გვეუფლება- პეტერ ფიშერი, ჩვენი საყვარელი პაატა მეთევზე (პეტრე), წავიდა საბოლოოდ და მოუბრუნებლად…
ტანი გვიგრძნობდა, რომ ეს დღე ოდესრაც დადგებოდა , მაგრამ ნანახი და განცდილი სულ სხვაა- თითქოს რაღაც ჩაგვწყდა სულის ნაწილი…. ან შეიძლება მთელი სულიც კი… ან უბრალოდ საღი აზრის ბოლო ნარჩენები.
დღემდე ყურებში ჩაგვსმის მისი მამობრივი, მტკიცე ხმა:„წინ ევროპისკენ!“, „არ დავუთმობთ საქართველოს რუსეთს!“, „აინ, ცვაი, პოლიცაი!“…
როგორ ზრუნავდა, როგორ ეწადა ხელიდან გამოეგლეჯა ჩვენი საერთო სამშობლო „ მტარვალი ხელისუფლებისგან“…ვერ მოასწარი, ძმაო, ვერ ეღირსე, ერთი წამი, წკიპი, მომენტი გაგაკლდა და ყველაფერი წყალში ჩავარდა!
ბოლოს კი, როგორც ნამდვილმა გერმანელმა ტიტანმა, დაგვიტოვე ბოლო იმედის სიტყვები: „Won’t Stand Down“ – „უკან არ დავიხევთ“, ხომ, რას იზამ ძმაო, გერმალურად დღემდე რაღაც ამაზრზენად ჟღერს: „Keinen Schritt zurück!“. „Schieß auf der Stelle!“
აბა რა, ჰერ ფიშერ, თქვენ, ზემო საქსონიელებს, ეს არ გჩვევიათ, განა თქვენი წინაპრები კუდაამოძუებულები არ გაქცეულან მოსკოვიდან, სტალინგრადიდან, კურსკიდან, ნიჟნი ნოვგოროდიდან…
დღეს უკანასკნელად ავიღე კალამი ხელში, რომ შენთვის „თბილი სიტყვები“ დამეწერა და „მოგსიყვარეულებოდე“, მაგრამ გამახსენდა, რომ საქართველოს ახალი კანონი მკაცრად კრძალავს ასეთ „მოკითხვებს“და ამიტომ მხოლოდ სარკაზმნარევი სიყვარულით გეტყოდი: შენს მოსვლამდე საქართველოს არაფერი ეტკინა, “ძმაო”!
ყოველი დღე შენს გარეშე ახლა უფრო უაზროა, ვიდრე ოკეანეში ბოთლში ჩაგდებული, კალიგრაფიულად დაწერილი წერილი იმ იმედით, რომ „ადრე თუ გვიან ვიღაც წაიკითხავს და გაიგებს“… რუსთაველზე, 9 აპრილის მემორიალთან გადაღებული ფოტო კი ნამდვილი შედევრი. იქ დგახარ, თითქოს პირადად შენ ხარ ბოლო, ჯერ კიდევ მდგომი ევროპელი..ფონად Peter Gabriel-ი , დრამატურგია შესანიშნავი-ოსკარის ღირსი, კატეგორია- „საუკეთესო დრამატული გამოსამშვიდობებელი სცენა უცხოეთის წარმომადგენლის მიერ“.
Ich werde dich nie wiedersehen, Peter, წარმატებები იქ, სადაც შენი „უკან არ დავიხევთ“ უფრო აქტუალურია, ვიდრე აქ.. ჩვენ აქ დავრჩებით ტრადიციულად, “მწუხარედ”, მაგრამ უკვე ცოტა უფრო მშვიდად, რადგან ვიცით, რომ სადღაც შორეულ გერმანიაში კიდევ ერთი პენსიოერი ელჩი იჯდება და ახალ პოსტს გამოცხობს : „საქართველო კვლავ ევროპისკენ მიიწევს“ , “ძირს შევარდნაძე” და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ შენი უსაზღვრო მადლიერები ვიქნებით, რადგან სარკაზმის გარდა, სხვა არაფერი დაგვიტივე…
უკან არ მოგეხედოს, კიდევ ერთხელ შენს მოსვლამდე არაფერი ეტკინოს ყველა ქართველს, იმანო!
