სააკაშვილი -ზურაბიშვილზე: ყელში ამომივიდა ეგ ბებერი ძუკნა!
საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების უნიჭო მცდლობები მძაფრ ფაზაში გადადის და ახალ, ექს.პრეზიდენტების ომის ხასიათს იძენს. წყაროს ცნობით, გუშინ მსჯავრდებულ სააკაშვილს ზურაბიშვილს გრიგოლიასთან გადაცემის შემდეგ ისტერიკაში ჩავარდა, კედელს მუშტს ურტყამდა, საკუთარ ხელებს კბენდა და ზურაბიშვილს ჩვეული ბილწსიტყვაობით „ ბებერი ძუკნით“ იხსენიებდა.
მესამე -მეხუთეს მძიმე ბრალდებებს უყენებს და ზურაბიშვილს ღიად კოლაბორაციონისტობაში, სექსუალურ აღვირახსნილ ქმედებებში ადანაშაულებს.
სახელმწიფო ვიზიტების დროს, მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით. სამინისტროს ხელმძღვანელობაში გაჩნდნენ სალომეს სრულიად საეჭვო ფავორიტები, რომელთაც პროფესიონალიზმთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონდათ– იხსენებს სააკაშვილი.
სააკაშვილი ზურაბიშვილის მთავარ ბრალდებად მაინც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის და ჩაგდებას უყენებს : მან არაერთხელ დაშალა რეჟიმის შესაცვლელად გამზადებული ხალხი- წერს სააკაშვილი.
- „ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ კვლავ გაიმეორა ჩემზე „არა და არასდროს!“ვინ არის ეს ქალი? სალომე აღმოჩნდა ყველაზე უარესი საგარეო მინისტრი, რომელიც საქართველოს როდისმე ჰყოლია. პირველივე დღიდან საერთოდ მიუშვა სამინისტროს ორგანიზაციული ნაწილი.
ამ ყველაფრის შემყურე, პარლამენტში პრაქტიკულად დაიწყო ბუნტი სალომეს წინააღმდეგ და მე ის გადავაყენე.
როდესაც ჩემი გადაწყვეტილება გავაცანი, სალომემ მითხრა ახლავე დაითხოვე პარლამენტი, დანიშნე არჩევნები და მე დამნიშნე პრემიერ მინისტრადო, მე ამაზე გამეცინა, მოკლედ მაშინ ესე დავშორდით.
2007 წელს რუსულმა su -24 ტიპის ბომბდამშენებმა დაგვიბომბეს უკრაინაში ნაყიდი ბუკ-1m ტიპის საჰაერო დაცვის სისტემა სოფელ წითელუბანში, გორთან. ზურაბიშვილმა ეგრევე მოიწვია პრესკონფერენცია სადაც გამოაცხადა რომ სინამდვილეში ჩემი ბრძანებით გადავღებეთ ქართული თვითმფრინავი და დავბომბეთ საკუთარი თავი, რათა ეს რუსეთის დასადანაშაულებლად გამოგვეყენებინა. მოიქცა ზუსტად როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრი გრაჩოვი 1993 წელს, როცა ქართველები დაადანაშაულა სოხუმის დაბომბვაში.
2008 წლის შემდეგ მისმა კოლაბორაციონისტობამ საბოლოოდ გაშალა ფრთები. აშანშალებდა პოსტებს იმაზე თუ როგორ დავბომბე “მძინარე ცხინვალი” და ამაზე უნდა გავსამართლდე და ასევე დაწერა წიგნი “La tragédie géorgienne”, რომელიც რუსეთმა წარადგინა ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებად ჩემი და ქართველი სამხედროების მიერ სამხედრო დანაშაულების ჩადენაზე.
ამიტომ უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ვერ იპოვიდა უფრო კარგ კანდიდატურას პრეზიდენტობის, რა არის უკეთესი საქართველოს ომში დამადანაშაულებელ საფრანგეთის ყოფილ ელჩზე და შესაბამისად დაავალეს ეს ივანიშვილს.
მთელი ეს ბოლო წლები ზურაბიშვილი სხვადასხვა დასავლეთის ტელეეთერებში ვრცლად ჰყვებოდა ჩემს მიერ ჩადენილ “დანაშაულებზე” ასაბუთებდა თუ რატომ უნდა ვიყო ციხეში.
უკიდურესად უარყოფითი იყო ზურაბიშვილის როლი მასობრივი გამოსვლების დროს.
- მან არაერთხელ დაშალა რეჟიმის შესაცვლელად გამზადებული ხალხი. ამავე დროს ოპოზიციის ნაწილის დიდი შეცდომა იყო, სალომეს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლების ორგანოდ გამოცხადება, იმიტომ რომ გაყალბებით, ძალით მოყვანილი “პრეზიდენტი” თავიდანვე არ იყო ლეგიტიმური.
სალომე ზურაბიშვილი, იმის მაგივრად რომ ბოდიშს იხდიდეს რომ ქვეყნის დანგრევის ნაწილი იყო, კიდევ უტიფრად და ურცხვად ამტკიცებს, რომ ყველაფერში მართალი იყო, ივანიშვილზე უფრო ამაზრზენია ასეთი ხალხი.
- ამას ყველაფერს იმიტომ ვწერ რომ უნდა ვისწავლოთ კარგის და ცუდის გარჩევა.
- უნდა მტერს დავუძახოთ მტერი და მოყვარეს მოყვარე.
- სხვანაირად სულ ერთ წრეზე ვივლით” – წერს მსჯავრდებული სააკაშვილი სოციალურ ქსელში .
