11 ივნისი 2026

მერცი: ოდესღაც, შორეულ პერსპექტივაში უკრაინა გახდება ევროკავშირის ნაწილი

უკრაინა შორეულ პერსპექტივაში გახდება ევროკავშირის ნაწილი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში გამოსვლისას ისაუბრა.​

მერცის თქმით, რუსეთთან თავდაცვით ომში უკრაინა „იცავს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ თავისუფლებასა და უსაფრთხოებას მთელ ევროპაში“.

  • უკრაინა ევროპის ნაწილია. შორეულ პერსპექტივაში ის ევროკავშირის ნაწილიც გახდება, — განაცხადა მერცმა.

​კანცლერის შეფასებით, 2022 წლიდან უკრაინამ “რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა”. სწორედ ამიტომ, რამდენიმე დღის წინ მან უკრაინისთვის ევროკავშირში ასოცირებული წევრობის იდეა წამოაყენა.

ამ წინადადების მიხედვით, უკრაინა რეგულარულად მიიღებს მონაწილეობას ევროპული საბჭოს სხდომებსა და მინისტრთა საბჭოების შეხვედრებში, ეყოლება წარმომადგენელი ევროკომისიაში, თუმცა პორტფელისა და ხმის უფლების გარეშე, უკრაინელი დეპუტატები მონაწილეობას მიიღებენ ევროპარლამენტის განხილვებში, თუმცა ხმის უფლების გარეშე.

  • „ჩვენ უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად ჩავრთავდით ევროკავშირის პოლიტიკურ სივრცეში, თუმცა მკაცრად რეფორმების კრიტერიუმებისა და წესების დაცვით. ეს სურთ უკრაინის მოქალაქეებს, ეს სურს ევროპას და სწორედ ამიტომ ამ გზას ერთად გავივლით“ ,- განაცხადა მერცმა.

მანამდე, უკრაინის კლოუნმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკმი მერცის ეს ინიციატივა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში ასოცირებული წევრობის შეთავაზება უსამართლოა.