29 მაისი 2026

ირკვევა, რომ “აკაცუკთა დედოფალი” სალომე ზურაბიშვილი ჭკუიდანაც გადადგა!

ფრანგული პენსიის ფონზე „ლეგიტიმურობის“ თვითგამოცხადებული ჩემპიონი,საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაიშვილი, კვლავ ცდილობს , საზოგადოებას აუხსნას, რომ პოლიტიკაში მთავარი არა შედეგი, არამედ მუდმივი დრამატული მონოლოგია.


ქვეყანას უკვე აღარ უკვირს, როცა იგი საკუთარ თავს ჯერ ერთადერთ ლეგიტიმურ ფიგურად აცხადებს, შემდეგ კი ისეთი განცხადებებით გამოდის, თითქოს პოლიტიკურ რეალობას კი არა, ფანტასტიკურ სერიალს მართავდეს.


ე.წ. „აკაცუკთა დედოფალი“ აშკარად ისე შეეჩვია კამერებსა თუ უცხოურ ტრიბუნებს, რომ ზოგჯერ ავიწყდება, რომ — საქართველო თეატრის სცენა არ არის და მოქალაქეებს პოლიტიკური შოუების ნაცვლად რეალური პასუხისმგებლობა აინტერესებთ.


რაც დრო გადის, უფრო და უფრო რთული ხდება იმის გარკვევა, ნამდვილად პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ თუ ემოციურ პერფორმანსს, სადაც მთავარი არგუმენტი ხმამაღალი ტონია და არა რეალობა.

იქმნება განცდა, რომ ქალბატონი სალომე უკვე პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, სამყაროში, სადაც თავად ყოველთვის მართალია, ყველა განსხვავებული აზრი „გარე ძალა“, ხოლო პოლიტიკური ფანტაზიები რეალობაზე მნიშვნელოვანია.


მისი ბოლო განცხადებების შემდეგ შთაბეჭდილება რჩება, რომ ფსიქიატრიაც კი უძლურია, როცა ადამიანი საკუთარ გამოგონილ პოლიტიკურ სამყაროში იკეტება, დიაგნოზიც კი აზრს კარგავს.
საბოლოოდ თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალბატონი სალომე პოსტიდან კი არა, პირდაპირ ჭკუიდან გადადგა.

ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია