17 აპრილი 2026

საქართველოს მეფეები

საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიამ (575-1810) ქვეყანას მრავალი დიდი მმართველი აჩუქა. ბაგრატიონები წარმოშობით სამხრეთ საქართველოს სპერის (ისპირის) პროვინციიდან იყვნენ, რომელიც უძველესი ქართული სამთავროს, ტაო-კლარჯეთის ნაწილი იყო (ამჟამად თურქეთის ტერიტორია). ბაგრატიონთა საგვარეულო ფესვებს ჩვენი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნიდან, ბივრიტიანთა (ბივრატიანთა) საგვარეულოდან იღებს. ამ ოჯახის წარმომადგენლები ძვ. წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნიდან განაგებდნენ ოძრხეს (ოძრახეს) საერისთავოს. ბაგრატიონთა საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი იყო ბაგრატ ბივრიტიანის ვაჟი – გურამ I კურაპალატი. სუმბატ დავითის ძე ბაგრატიონმა (მე-10 საუკუნის ქართველი ისტორიკოსი) წამოაყენა იდეა ამ დინასტიის ბიბლიური წარმოშობის შესახებ, მაგრამ ეს თეორია წარუმატებელი იყო.

ქართლის ერისთმთავარნი (575-605, 786-809 წწ.)
ბაგრატიონთა საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი, ქართლის ერისმთავარი გუარამ I კურაპალატი იყო (575-590). დედამისი იყო ვახტანგ I გორგასალის შვილი, თავად ვახტანგ გორგასალი კი თავის მხრივ იყო საქართველოს ფარნავაზიანთა დინასტიიდან. ბაგრატიონთა ოჯახიდან იყვნენ ასევე ქართლის სამთავროს სხვა ერისთავებიც:

  • სტეფანოზ I კურაპალატი (590-605)
  • აშოტ I კურაპალატი (786-809)

კლარჯეთის ერისმთავარნი (619-779 წწ.)
619-678 წლებში კლარჯეთის სამთავროს ერისთავი იყო გურამ II, სტეფანოზ I-ის ვაჟი. ამ სამთავროს სხვა ერისთავები ბაგრატიონთა ოჯახიდან იყვნენ:

  • ვარაზბაკური (678-705)
  • ნერსე (705-742)
  • ადარნასე (742-779)

ტაო-კლარჯეთის სამეფო (809-888 წწ.)
აშოტ I დიდი (აგრეთვე ცნობილი, როგორც აშოტ I კუტაპალატი) იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც გამეფდა, შესაბამისად 809 წელს მან სამეფო დინასტია დააფუძნა. ის მართავდა ტაო-კლარჯეთს 826 წელს დოლისკანაში გარდაცვალებამდე. მამამისი იყო ადარნასე ბაგრატიონი (კლარჯეთის ერისთავი). ტაო კლარჯეთის სხვა მეფეები იყვნენ:

  • ბაგრატ I (826-876)
  • დავით I კურაპალატი (876-881)
  • ადარნასე II (881-888)

ქართველთა სამეფო (888- 978 (1008) წწ.)
ქართველთა სამეფო დაარსდა 888 წელს, ის მოიცავდა სამცხე-ჯავახეთის, კოლა-არტაანის, შავშეთის, ტაო-კლარჯეთის, ბასიანის, სპერის და თორთომის (თორთუმის) რეგიონებს. ადარნასე II იყო პირველი მმართველი, რომელსაც მიენიჭა წოდება “საქართველოს მეფე” (888-923 წწ). საქართველოს სხვა მეფეები იყვნენ:

  • დავით II (923-937)
  • ბაგრატ მაგისტრი (937-945 მეფის ოფიციალურ ტიტულს არ ატარებდა.)
  • აშოტ IV (945-954)
  • სუმბათ I (954-958)
  • ბაგრატ II (958-975. თანამმართველნი: ადარნასე III 961-966 წწ. და დავით III 966-975 წწ.)
  • გურგენ II (975-1008 თანამმართველი: მისი შვილი ბაგრატ III, 978 წლიდან ასევე დასავლეთ საქართველოში მდებარე აფხაზეთის სამეფოს მეფე )

საქართველოს ერთიანი სამეფო (978-1466 წწ.)
საქართველოს ერთიანი სამეფო დაარსდა 978 წელს. ამ წელს ბაგრატ III (გურგენ II-ს შვილი) გახდა დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის სამეფოს) მეფე, რომელიც მოიცავდა იმერეთის, სამეგრელოს, აფხაზეთის, გურიის და სვანეთის სამთავროებს. ბაგრატის დედა გურანდუხტი იყო აფხაზთა მეფის, გიორგი II-ის ასული. ბაგრატიონების საგვარეულომ განაგრძო შთამომავლობა. მათ შორის აღსანიშნავია დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და სხვა მრავალი. 1204 წელს თამარ მეფე გახდა ტრაპზონის იმპერიის მთავარი ფუძემდებელი (ეხლა თურქეთის ნაწილი). XI-XIII საუკუნეები ისტორიაში ცნობილია როგორც საქართველოს შუა საუკუნეების ოქროს ხანა. ამ პერიოდში საქართველო იყო მთელ მცირე აზიაში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.

საქართველოს ერთიანი სამეფოს უდიდესი მმართველები: დავით IV აღმაშენებელი (1089-1125წწ) და თამარი (1184-1213წწ)

ბაგრატიონთა დინასტიის საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს მეფეები იყვნენ:

  • ბაგრატ III (978-1014)
  • გიორგი I (1014-1027)
  • ბაგრატ IV (1027-1072)
  • გიორგი II (1072-1089)
  • დავით IV აღმაშენებელი) (1089-1125)
  • დემეტრე I (1125-1155)
  • დავით V (1155-1156)
  • გიორგი III (1156-1184)
  • თამარ მეფე (1184-1213)
  • ლაშა – გიორგი IV (1213-1223)
  • რუსუდან (1223-1245)
  • დავით VI ნარინი (1245-1293)
  • დავით VII ულუ (1247-1270)
  • დემეტრე II (1271-1289)
  • ვახტანგ II (1289-1293)
  • დავით VIII (1293-1299, 1300-1308)
  • გიორგი VI (1308-1313)
  • გიორგი V (1299, 1314-1346)
  • დავით IX (1346-1360)
  • ბაგრატ V (1360-1393)
  • გიორგი VII (1393-1407)
  • კონსტანტინე I (1407-1411)
  • ალექსანდრე I დიდი (1412-1442)
  • ვახტანგ IV (1442-1446)
  • გიორგი VIII (1446-1466)

ქართლ-იმერეთის მეფეები
ქართლ-იმერეთის (დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილების) მეფეები იყვნენ:

  • ბაგრატ II (1466-1478)
  • კონსტანტინე II (1478-1484)

იმერეთის მეფეები
ბაგრატიონთა იმერული შტოს (დასავლეთ საქართველო) დამარსებელი იყო დავით VI (დავით I იმერეთში). ის იყო დასავლეთ საქართველოს (იმერეთის სამთავროს ჩათვლით) მმართველი 1259-1293 წლებში. 1293-1327 წლებში იმერეთის სამთავროს მმართველი გახდა მისი შვილი კონსტანტინე I. 1293-1392 წლებში იმერეთი იყო საქართველოს ერთიანი სამეფოს ერთ-ერთი სამთავრო ( და არა ცალკე სამეფო). ამ სამთავროს სხვა მმართველები იყვნენ: მიკელი (1327-1329წწ), ბაგრატ I (1329-1372), ალექსანდრე I (1372-1389) და გიორგი I (1389-1392)

1484 წლიდან იმერეთის მეფეები იყვნენ:

  • ალექსანდრე II (1484-1510)
  • ბაგრატ III (1510-1565)

*გიორგი II (1565-1585)

  • ლევანი (1585-1590)
  • როსტომი (1590-1604)
  • გიორგი III (1605-1639)
  • ალექსანდრე III (1639-1660)
  • ბაგრატ IV (1660-1661, 1663-1678, 1679-1681)
  • არჩილ II (ბაგრატიონ-მუხრანელთა ოჯახის წარმომადგენელი. 1661-1663, 1678, 1690,1695, 1698)
  • ალექსანდრე IV (1683-1690, 1691-1695)
  • გიორგი IV (1696-1697)
  • სვიმონ (1698-1701)
  • გიორგი VI (1707-1711, 1713, 1716-1720)
  • ალექსანდრე V (1720-1740, 1741-1752)
  • გიორგი VII (1741)
  • სოლომონ I (1752-1784)
  • დავით II (1784-1789, 1792)
  • სოლომონ II (1789-1810)

1701-1707 წლებში იმერეთის სამეფოს ნამდვილი მმართველი იყო უფლისწული გიორგი-მალაკია აბაშიძე (გიორგი V).

ქართლის მეფეები

  • კონსტანტინე II (1484-1505)
  • დავით X (1505-1525)
  • გიორგი IX (1525-1527)
  • ლუარსაბ I (1527-1556)
  • სიმონ I (1556-1569, 1578-1600)
  • დავით XI (1569-1578)
  • გიორგი X (1600-1606)
  • ლუარსაბ II (1606-1615)
  • ბაგრატ VII (1615-1619)
  • სიმონ II (1619-1625)
  • როსტომ (1632-1658)
  • ვახტანგ V (1658-1675)
  • გიორგი XI (1675-1688, 1703-1709)
  • ერეკლე I (1688-1703)
  • ქაიხოსრო (1709-1711)
  • ვახტანგ VI (1711-1714, 1719-1724)
  • იესე (1714-1716)
  • ბაქარი (1717-1719)
  • თეიმურაზ II (1744-1762)

ქართლის მეფე ვახტანგ VI (მმართველი 1711-1714, 1719-1724 წლებში) და მისი ვაჟი ვახუშტი ბაგრატიონი (1696-1757), ცნობილი ქართველი ისტორიკოსები და გეოგრაფები, იყვნენ აგრეთვე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამარსებელთა შორის.

კახეთის მეფეები

  • გიორგი I (1466-1476)
  • ალექსანდრე I (1476-1511)
  • გიორგი II (1511-1513)
  • ლევანი (1520-1574)
  • ალექსანდრე II (1574-1601, 1602-1605)
  • დავით I (1601-1602)
  • კონსტანტინე I (1605)
  • თეიმურაზ I (1606-1616, 1634-1648)
  • არჩილ II (1664-1675)
  • დავით II (1703-1722)
  • კონსტანტინე II (1722-1733)
  • თეიმურაზ II (1733-1744)
  • ერეკლე II (1744-1762)

1675-1703 წლებში კახეთს სპარსეთის მეფისნაცვალი მართავდა.

  1. ქართლ-კახეთის მეფეები
  • თეიმურაზ I (1625-1632)
  • ერეკლე II (1762-1798)
  • გიორგი XII (1798-1801)