როცა ქვეყანაში სამართალის მიღწევის ერთადერთი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილია
ბატონო, ბიძინა, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ადამიანებისათვის მნიშვნელოვან საკითხზე, კვლავ თქვენი შეწუხება და ყურადღების თხოვნა გვიწევს.
როცა, დედაქალაში ქვეყნის მოსახლეობის 1/3 ცხოვრობს, სახელმწიფო , მისი გარკვეული რგოლები მოქალაქეებს დამხარების, თანადგმოს ნაცვლად, თავად უქმნის ხელოვნურ ბარიერებს.
გარდა საკმაოდ გაზრდილი ფინანსური ხარჯების, უბრალო ადამიანს სახელმწიფო ბიუროკრატიის გამო არ ეძლევა შესაძლებლობა განერიდოს თბილისს და მაღალმთიან დასახლებაში თუნდაც მცირე , 60 კვ/მეტრამდე საცხოვრებელი ფართი აიშენოს.
მიუხედავად იმის, რომ საქართველოს „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ (20 ივლისი 2018 წ.) 94-ე მუხლის პირველი პუნქტი, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას , მუნუციპალიტეტის მერებმა შექმნილი ბიუროკრატიული ხელოვნური მექანიზმით, ადამიანებისთვის მშენებლობის გაადვილების ნაცვლად, გაართულეს პირველი კატეგორიის სახცხოვრებელი ფართის მშენებლობა.
მაგალითად,
- მიუხედავად იმის, რომ სამშნებლო ტერიტორია არ მდებარეობს შიდა სახელმწიფოებრივი გზის სიახლოვეს და მასთან არ იკვეთება, მერია მაინც ითხოვს ტექნიკურ ნახაზს, რომელიც დამოწმებულია „ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ“,
- ითხოვს, ენერგოეფექტურობის წარდგენას, როცა მისი წარდგენის ვალდებულება მ/წლის 1 ივლისამდე არ არის აუცილებელი,
- ითხოვენ „ენერგო-პრო ჯორჯია“-სთან შეთანხმებული გენგეგმას, როცა გაქვს წერილობითი თანხმობა და ა.შ.
მიმამჩია, რომ ამ შემთხვევაში განზრახ, პირადად თქვენს რეიტინგზეა დარტყმა, რადგან საზოგადოებისთვის ადამიანი, ვინც ხელისუფლებასთან ასოცირდება, ეს თქვენ ხართ.
რაც შეეხება კონკრეტულ ჩემს შემთხვევას.
მცხეთის მოქმედი მერი გოგი აბუაშვილი, რომელიც 2013-2018 წლებში თავად იყო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სივრცითი მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელი, უხეშად არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
მერობის პარალელურად, იგი დღემდეა შპს „ ბრიტანია არქსტუდიო“-ს (ს/ნ 405702306) დამფუძნებელი და დირექტორი. კომპანია , რომელიც ეწევა არქიტექტურულ და ინტერიერის დიზაინის მომსახურებას (სახლის, ოფისის, კომერციული სივრცეების პროექტირება); სამშენებლო პროექტების დიზაინსა და დაგეგმარებას; სამშენებლო-საკონსულტაციო მომსახურებებს; ზოგ შემთხვევაში — პროექტის მართვას და ზედამხედველობას.
აბუაშვილი ასევე არის ასევე შპს „სითი არტ“ (საიდ. კოდი: 436255071 ) დამფუძნებელი და 100%-ით მფლობელი, შპს „სითი არტ“ -ის ძირითადი საქმიანობა ასევე არის არქიტექტურული სერვისები და დიზაინი.
აბუაშვილსვე ეკუთვნის შპს „კად დეველოპმენტ“ -ის 33% წილი. ეს კომპანიაც სავარაუდოდ, უძრავი ქონების დეველოპმენტით, მშენებლობით ან დაკავშირებული სფეროებით არის დაკავებული.
როგორც ჟურნალისტი ჩემი ინფორმაციით, მერი აბუაშვილი წარსული მისი საქმიანობიდან გამომდინარე ხელოვნურ ბარიერს უქმნის და ბლოკავს მსგავსი განცხადებების დადებითად გადაწყვეტას, ხოლო მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ მისი კომპანიების მომსახურებით დაუბრკოლებლად იღებენ მშენებლობის ნებართვას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მულით გათვალისწინებული ქმედება – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა.
აღნიშნულის შესახებ სამართლებრივ რეაგირებისათვის მივმართე კიდეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს,მაგრამ უშედეგოდ.
როგორ და რანაირად უნდა განვითარდეს სოფელი, როგორ უნდა განიტვირთოს თბილისი, თუნდაც ავტომობილებისგან, როცა ამაში თავად სახელმწიფო ქმნის ახალ ბარიკადრებს?
ბატონო ბიძინა, სამწუხაროდ ქვეყანაში სამართლიანობის დასადგენად ერთადერთი ადამიანი ჩემთვის პიროვნულად მხოლოდ თქვენ ხართ. გთხოვთ, გაერკვიოთ ვითარებაში და სახელმწიფომ (არა მხოლოდ ერთი ადამიანისათვის) მოშალოს საკუთარი მოქალაქეთათვის უგნური ადამიანების მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერები.
პატივისცემით, ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია
