1 აპრილი 2026

თბილისის 53,5% მომხმარებლისათვის ელ.ენერგია 24,05 თეთრი ეღირება

მიმდინარე წლის 1 აპრილიდან დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიის თავჯდომარემ დავით ნარმანიამ სხდომაზე გამოაცხადა.

უფრო კონკრეტულად:

  • 0-იდან 101 კილოვატამდე 15,041 თეთრს გახდა 20,041 თეთრი,
  • 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით 19.053 თეთრიდან -გახდა 24,053 თეთრი,
  • 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან- გახდა 28,537 თეთრი.

თბილისში (თელმიკოს/თელასის აბონენტებისთვის) საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ელექტროენერგიის მოხმარების განაწილება ტარიფის საფეხურების (ბლოკების) მიხედვით მოხმარებული ენერგიის მოცულობის პროცენტულად ასე გამოიყურება 2024 წლის მონაცემებით (GNERC-ის ანგარიშის მიხედვით):

  • 0–101 კვტ·სთ/თვეში (უმდაბლესი საფეხური): 12.2% მთლიანი საყოფაცხოვრებო მოხმარებიდან.
  • 101–301 კვტ·სთ/თვეში (შუალედური საფეხური): 53.5% მთლიანი საყოფაცხოვრებო მოხმარებიდან.
  • 301 კვტ·სთ-ზე მეტი (მაღალი საფეხური): 34.4% მთლიანი საყოფაცხოვრებო მოხმარებიდან.