21 მარტი 2026

ტრუმპი: ლაჩრები, ნატო ქაღალდის ვეფხვია!

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრუმპმა.

  • „მათ არ სურდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვული შეიარაღების მქონე ირანის შესაჩერებლად. ახლა კი, როდესაც ეს ბრძოლა სამხედრო თვალსაზრისით მოგებულია და მათთვის საფრთხე მინიმალურია, ისინი წუწუნებენ ნავთობის მაღალ ფასებზე, რომლის გადახდაც უწევთ.
  • ამავდროულად, მათ არ სურთ დახმარება ჰორმუზის სრუტის გახსნაში — ეს მარტივი სამხედრო მანევრია და სწორედ ამ სრუტის ჩაკეტვაა ნავთობის მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზი.
  • მათთვის ამის გაკეთება ძალიან ადვილია, თანაც მცირე რისკის ფასად.
  • ლაჩრები, ჩვენ ეს გვემახსოვრება!“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.