10 მარტი 2026

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

გასულ შაბათს გამართული სატელევიზიო დებატების დროს, გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურაბ მახარაძემ გაავრცელა ინფორმაცია ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ.

  • თემის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2006 წელს საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში გადასცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც, თავის მხრივ, მიწის ნაკვეთი 2007 წელს გაასხვისა შპს „სწავლების ცენტრზე“, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი იყო მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის მიერ დაფუძნებული კომპანია ააიპ „ცოდნის ფონდი“.
  • კერძო მესაკუთრემ მიწის ნაკვეთი 2019 წლის 18 დეკემბერს გაასხვისა შპს „იორკთაუერზე“, რომელსაც ამჟამად შპს „იორკ ჰოლდინგ გრუპი“ ეწოდება და რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქეა, – აღნიშნულია განცხადებაში.