ისრაელი განადგურებისგან მე და ბიბიმ ვიხსენით
აშშ-ის პრეზიდენტმა Times of Israel-ს განუცხადა, რომ ისრაელი ირანის მხრიდან განადგურებისგან მან და ნეთანიაჰუმ იხსნეს.
- „ირანი აპირებდა ისრაელის და მის გარშემო ყველაფრის განადგურებას. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ. გავანადგურეთ ქვეყანა, რომელსაც ისრაელის განადგურება სურდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, როდის უნდა დასრულდეს ომი მარტო მიიღებს, თუ ნეთანიაჰუსთან ერთად, რაზეც მან უპასუხა:
- „ვფიქრობ, ეს ორმხრივია, გარკვეულწილად. ჩვენ ვსაუბრობთ. გადაწყვეტილებას საჭირო დროს მივიღებ, მაგრამ ყველაფერი გათვალისწინებული იქნება“.
