ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რა ფრთოსან ცოცარს გადაურჩა ჩვენი ქვეყანა!
დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გახლდით……(მართლა!)
არ წაიუზდელოთ ეხლა ვინმემ და მანდ რა ჩემი შვანცკი გინდოდაო არ მკითხოთ)
ხომ დადიხართ კინოში თეატრში მუზეუმში მუშტაითის ბაღში მთაწმინდაზე…. აი ჯეელობაში ვიდეოს რომ ვქირაობდით , ემანუელას ბრუსლის და რემბოს საყურებლად) ხოდა ეგეთ პონტში მომინდა და წავედი მიშას სანახავად ) შესვლა უფასოა და ყველაფერი ნატურალურია, ურჩხული იზოლირებულია …
- მეგონა მიშას ნახვის მსურველთა დიდი არმია დამხვდებოდა დაყლიავებულებს რა დალევს მზიურ საქართველოში , აპაა ჩემი ყ…) ჩემიანად სულ 15 არსება გახლდათ, თინათინ ბოკუჩავა სანიკიძე (ძღრენოვიჩ უმცროსი) ფავლენიშვილი, დედა გიული , ედვარდის უმცროსი ძმა (სახელი არ ვიცი) მთავარის წამყვანი რომაა ადეიშვილი ( ადესა მიშამ წაართვა რუსებსო რომ ამტკიცებს))და ხუთიოდე მაყვალა კარდინატორი) …
10 წუთიანი ლოდინის შემდეგ შემოიყვანეს ლომ-ვეფხვი , დარბაზს გადახედა , მე ვეუცხოვე თვალი თვალში გამიყარა მეც არ დავრჩი ვალში და მეც გავუყარე…თვალი) მერე ადვოკატს ჩასჩურჩულა ეს ვინააო ,(იმედია თვალი არ დამადგა) გადმომხედეს ერთად, მარა ვერ გაერკვნენ…….შემდეგ ადვოკატმა 15 წუთიანი სიტყვა ითხოვა მიშასთვის….
- დაიწყო და რა დაიწყო -ფრთოსან რაკეტებს ვამზადებდიო, (მართლა ესე თქვა) ამ ფრთოსანმა ჩლენმა) სამნაირ დრონებს ვამზადებდიო (თავდაცვითიო -თავდასხმითიო და დრონების საწინააღმდეგოო) რომ დამცლოდა ირანს და რუსეთს ჩვენი შიში ექნებოდაო……
არა თუ თავს დავიცავდით რაკეტებს გავყიდიდითო, დრონებსაცო, ამერიკას დავეხმარებოდითო……. ეხლა რომ ვართ უფუნქციოდ ეგრე კი არ ვიქნებოდით გაგანია ომში ვიქნებოდით ჩართულებიო…..
- ეტყობა ადვოკატმაც შეატყო რომ პაციენტი დამძიმდა და მიკროფონის გაფუჭების საბაბით დააოკეს, ამის მერე სხდომა დახურულად გამოცხადდა და მაყურებელთა დასი გამოგვანახუიეს დარბაზიდან)
პ.ს. 5 წლის ვიყავი მამამ კინოში რომ წამიყვანა, ფილმი “სპარტაკი” გადიოდა, მაშინ ემოციურად ისე იმოქმედა ჯვარზე გაკრული სპარტაკის სცენამ ერთი საათი ფილმის დამთავრების შემდეგ ვერ ვლაპარაკობდი….. დაახლოებით ეგრე ვიყავი ეხლაც, ხალხო ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რა ფრთოსან ცოცარს გადაურჩა ჩვენი ქვეყანა ((
