9 მარტი 2026

პუტინმა დამპირდა – მე მასხარებს არ ვკლავ, მე არ მოვკლავ ზელენსკის

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტის თქმით, 2022 წლის 5 მარტს, ომის პირველ დღეებში, როდესაც ის როგორც შუამავალი რუსეთში ჩაფრინდა, სწორედ მან სთხოვა და დაარწმუნა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომ არ მოკლავდა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის.

  • ის ჩემთან ორი დიდ დათმობაზე წავიდა. ვიცოდი, რომ ზელენსკის საფრთხე ემუქრებოდა, ბუნკერში… მე ვუთხარი მას [პუტინს]: „აპირებ ზელენსკის მოკვლას?“
  • მან მითხრა : “მე არ მოვკლავ ზელენსკის.”
  • უნდა დავრწმუნდე , შენ მომეცი სიტყვა, რომ არ მოკლავ ზელენსკის?” იხსენებს ბენეტი პუტინისადმი მისი კითხვას.
  • “მან თქვა: “მე მასხარებს არ ვკლავ, მე არ მოვკლავ ზელენსკის“.
  • ბენეტი ამბობს, რომ შეხვედრის დასრულებისთანავე დაურეკა ზელენსკის და უთხრა:
    • „ახლახან დავბრუნდი პუტინთან შეხვედრიდან , ის შენს მოკვლას არ აპირებს. ზელენსკიმ მკითხა: დარწმუნებული ხარ? 100 პროცენტით! ვუპასუხე. ის შენს მოკვლას არ აპირებს.”
  • ორი საათის შემდეგ ზელენსკი შევიდა თავის კაბინეტში და იქ გადაიღო სელფი , სადაც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა: „არ მეშინია“ და ამგვარი სირობები“.

ბენეტი ამბობს, რომ პუტინი ასევე დათანხმდა, რომ არ განაგრძობდა უკრაინის განიარაღებას. ზელენსკიმ კი იმავე შაბათ-კვირას უარი თქვა ნატოში გაწევრიანებაზე.

  • “ყველაფერი, რაც მე გავაკეთე [როგორც მედიაციის ძალისხმევის ნაწილი] იყო კოორდინირებული აშშ-სთან,” – დასძენს ბენეტი.

ბენეტის ინტერვიუ ჟურნალისტ ჰანოჩ დაუმთან ბენეტის საკუთარ Youtube არხზე გამოქვეყნდა.