9 მარტი 2026

ჩვენო მეზობლებო, არ გამოვა ესე ორ სკამზე ჯდომა

‼️ კაცი, ქვეყნის ლიდერი, ორტრაკა არ უნდა იყო!

ვრცელდება ფეიკი, თითქოს ირანი ქართველი ერის პატივისცემის ნიშნად „ არ დაარტყამს თბილისში აშშ-ს საელჩოს“.
🔸ჩვენ, თუ საკუთარი თავის პატივისცემა გაგვაჩნია ამდენი შეურაცხყოფის , დამცირების შემდეგ, არა ირანული რაკეტებით, ჩვენვე უნდა ვერეკებოდეთ საქართველოდან ბოროტების იმპერიის მსახურთ!

🔸2022 წლადე არც ერთი გადაწყვეტილება არ ხდებოდა ამერიკის მეფისნაცვლის გარეშე.
გარეშე კი არა, ელჩი იწონებდა და საბოლოო ვიზირებას უკეთებდა ნებისმიერ საშინაო თუ საგარეო გადაწყვეტილებას, საკადო გადაადგილებას.
ხელისუფლება მხოლოდ ტექნიკური აღმასრულებელი იყო კელის თუ დანიაგანის მიღებული გადაწყვეტილების.

🔸ტყუილად “ტენით” საკადრო პოლიტიკის შეცდომების მთელ კასკადს „ქართულ ოცნებას“.

🔸მათგან (აშშ-ს საელჩო) პირდაპირი ღია მუქარა, იძულება იყო : ბოროტი მოზვერის- კვრიკაშვილის , თავგასიებული- მარგველაშვილის, მოუშორებელი ჭირის- ზურაბიშვილის არჩევა თუ დანიშვნა.

🔸დღეს, ჩევნვე უნდა ვაკეთებდეთ განცხადებას, რომ „საქართველოში აშშ-ს საელჩო დაკეტილია და გასული მომსახურების ზონიდან ქართველი ხალხის მიერ“.

🔸საქართველოს და მის დღევანდელ ხელისუფლებას არც თუ ირანისთვის, არც ერთი მეზობლისთვის არ უღალატია და ქვეყნებს შორის ნებისმიერი დადებული შეთანხმება პირნათლად შესრულებულა .

🔸ისე, როგორც ირანის ერთმოწრმუნე აზერბეიჯანის ლიდერი აკეთებს, დილით სამძიმარს უცხადებს ირანის საელჩოს- სულიერი ლიდერის გარდაცვალების გამო, საღამოს კი ამერიკულ ავიამოიერიშეებს აეროპორტებს უთმობს -ირანზე თავდასასხმელად, იარაღით ვაჭრობს ირანის მტერთან -ისრაელთან…

🔸კი, ისტორიულად ყველაზე მეტად მაინც შეიძლება ირანთან გვქონდეს პრეტენზიები, მაგრამ ერის შვილები, რომელსაც 26 საუკუნის წინ შეიფარებ და დღეს ქართველებს შენს ქვეყანაში არ უშვებდე, „პაჩკა-პაჩკა“ ადეპორტირებდე, არაადამიანურ პირობებში ამყოფებდე- ეს ალბათ “ებრაული პატივისცემის გამოხატულებაა”.

🔸ფაქტია, დღეს „ისტორიულ მეგობარ“ ისრაელთან განსხვავებით, საქართველოს „ისტორიულ მტერ“ ირანთან უვიზო მიმოსვლა აქვს.
ისრაელიდან აქ რომ მოუნდება ვინმეს თავის შეფარება კარები ღიად უნდა გაუღო და სპეც. რეისებიც დაუნიშნო!

🔸ჩვენო მეზობლებო, არ გამოვა ესე ორ სკამზე ჯდომა, ან საქართველოს მსგავსად დააფიქსირო უნდა შენი რეალურად ნეიტრალური პოზიცია, ან ღიად შეხვიდე რომელიმე ქვეყნის ბანაკში.

ჟურნალისტი:გოჩა ნაჭყებია