სისხლზე დაგეშილი გიენების აღტკინება
სულ ახლახანს, მადურუს დატყვევებიდან გამოყოლილი აღტკინება ჯერ არ გამონელებიათ, რომ აითოლას მკვლელობას ზეიმობს საქართველოში ადამიანის მსგავსი ბიორობოტების სექტა.
მთელი სანაცეთი მსჯავრდებული ლიდერიდან დაწყებული ყველა – ბიძინა ივანიშვილს უსურვებენ აიათოლას ბედს.
აქვე გეტყვით, რომ უფლის მიერ თქვენთვის ბოძებულ სიცოცხლეში ვერ ეღირსებით შვილო, ვერა!
მესმის, მათთან (თქვენთან) საუბარი „ვირის და ვეფხვის იგავს“ ჰგავს , მაგრამ მათში თითქოსდა ინტელექტუალს თუ შეეკამათე, იქვე მოგაყრიან „გამოსატეხ“ პრიმიტიულ კითხვას: „ვის მხარეს ხარ, ისრალის თუ ირანის“, გეგონება კომპიუტერული თამაში ან მსოფლიო ჩემპიონატია სპორტის რომელიმე სახეობაში.
ადამინის სიკვდილი რომ გაცმუკებთ და გახარებთ, ესაა ცუდი, თორემ მოკლეს რა, “მეფე ჩამოაგდეს და დაინგარა ქვეყანა” თუ 94 მილიონიან ქვეყანაში აითოელები დაელევათ?
არავის უხარია მკვლელობა,სისხლი, ომი, ნგრევა…
არავის მოსწონს მსოფლიო უზენაეს მსაჯულად ამერიკის პრეზიდენტის თვითდანიშვნა,
არავის მოსწონს ტრამპის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების მსოფლიოსთვის თავზე გადახევა, უმანკი ბავშვების ჩახოცვა სასწავლებელში გინდ ირანელი იყოს ის და გინდ ფრანგი, რომლის პატარა ნაპლეონი პრეზიდენტი თურმე, “არ ჩააყენეს ოპერაციის საქმის კურსში”, მარგამ არც სწყენია და მხარს უჭერს ანტი -ირანულ კოალიციას.
გეკითხებით რა არის განსხვავება ტრაპს და აითოლა ჰამენეის შორის?
ამ ლოგიკით, არც არაფერი. აიათოლას თუ ადგილობრივ ლიდერად მიაჩნდა თავი და რეალურდ იყოს კიდეც, ტრამპს მსოფლიო არ ჰყოფნის თავისი „ნიჭის“, „გენიის“ და „სტრატეგიის“ წარმოსაჩენად.
ხან მშვიდობისმყოფელია, ქვეყნებს არიგებს, აგერ უკვე რვა თუ ათი ომი შეაჩერა და ხან ახალს იწყებს და „ სიკეთის ბრძოლას ბოროტების წინაღმდეგ “ წარმოაჩენს.
ხან ბავშვივით იბუტება, მედალს რომ არ ჩამოკიდებენ ბრეჟნევივით. არადა, მასთან შეადრებით ბრეჟნევი მართლაც უკეთილშობილესი პიროვნება იყო.
რაც შეეხება ჩვენ ქვეყანას.
სირიის და ირანის, გასული საუკუნის 50-იანი წლებიან აშშ-ს პოლიტიკის მამების მიერ აკვიატებული „პრობლემატიკის“ ამოწურვის შემდეგ, ამერიკის საქართველოს მახათად გამოყენების საფუძველი, ინტერესი ა ღ ა რ არსებობს!
კიდევ კარგი, რომ ტრამპის მრუდე მსოფლმხედველობაში საქართველო რუსეთის იტერესების სფეროში შედის და რაღაც 3,7 მილიონიანი ჩვენი ქვეყნის გამო, პუტინთან დაპირისპირებას , რომელსაც არც ნავთობი აქვს და არც „იშვიათი რაიმე სასარგებლო წიაღისეული, არ აპირებს.
სამწუხაროდ თუ ჩვენდა სასარგებლოდ, ასეთი ბ ი ზ ნ ე ს მ ე ნ უ რ ი მიდგომაა დღეს პოლტიკაში აქტუალური.
არც, აკაცუკების დაკვეთილი 457 დღიანი ქუჩებში უაზრო ტანტალი არაა არგუმენტი „ ქართული დემოკრატიის გადასარჩენად“ ტრამპმა თავი აიტკიოს.
რა ღირს საქართველო ტრამპისთვის, რომ მისთვის შეებრძოლონ ურჩხულს ? მისი ლოგიკით- კაპიკები, თითქმის, არც არაფერი!
აი, რუსეთისთვის კი მართლაც ეგზისტენცილაური. მთლიანი ალიასკა რომ დაუთმონ ამერიკელებმა რუსეთს, კავკასიაში არ გაცვლის.
ასე, რომ ტყუილად ელით საქართველოში აკაცუკები და მათი მშობლები ამერიკის გაქტიურებას. მათივე გადაწყვეტილებით, საქართველოში ამერიკის მმართველობის დრო ამოწურულია!
საქართველოს მე-5 კოლონის, უსამშობლო სექტის პროტესტებით და აქტივობით, მაქსიმუმ საქართველოს რუსეთ- ბელორუსიულ კავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას მიაღწევთ, მოსწონს, უნდა თუ არა ვინმეს. გინდ, “ღრუსი” იძახეთ, გინდ „ რუსეთის შედა ეზო“ და გინდა გადაღმა.
თურმე, ტრამპს აქვს უფლება არ მოსწონდეს რომელიმე ქვეყნის რომელიმე ლიდერი , მოიტაცოს ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტი მადურო და საკუთარ მფლობელობად გამოაცხადოს მთელი ქვეყანა, მოკლას მსოფლიოში უძველესი ქვეყნის პოლიტიკურ- რელიგიური დონის პირველი პირი და ქვეყანას თავი „ საკუთარ პრეზიდენტაც“ წარმოუჩინოს!
დღეს-საგზაო დერეფნებს არქმევს საკუთარ სახელს, სრუტეს უცვლის ისტორიულ სახელწოდებას და არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ შეიძლება მთელი პალნეტის თუ არა, ნახევარსფეროს – „ტრამპის ნახევარსფერო“ უწოდოს.
ასეთი არაპროგნოზირებადი ,ინფანტილური, უხეშ ძალაზე დამოკიდებული გახდა დღეს პოლიტიკა 21-ე საუკუნეში, როგორც არასდროს. არანაირი ბერკეტი – გარდა ძალის და ატომური იარაღის ჟღარუნის. შედეგი- ომები, ქვეყნების, ერების განადგურება, ადამიანთა სიკვდილი..
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია


