თქვენს მუჰამედებს და შაბანებს ებარებოდეთ..შიგ ლონდონში!
მე არ მახსოვს რომელიმე ქართულ ტელევიზიას (სამთავრობო თუ ოპოზიციური) სიუჟეტში გაეშვას ისეთი რამ, სადაც უკრაინელი ხალხის მიმართ სიძულვილი, ზიზღი იქნებოდა გამოხატული.
🔸უფრო მეტიც,ყოველთვის შუქდებოდა თუ როგორ ეხმარება საქართველო ჰუმანიტარული ტვირთებით უკრაინელებს, თუ რა დახმარებას ვუწევთ საქართველოში დევნილ უკრაინელებს, ყოველთვის გლოვის ზარი იყო საქართველოში, როდესაც რუსეთ- უკრაინის ომში ჩვენი მოქალაქეები იღუპებოდნენ, პატივით ხდებოდა მათი ჩამოსვენება და დაკრძალვა.
🔸ბრიტანეთმა დაასანქცირა ორი ქართული ტელევიზია. მიზეზი?! ანტიუკრაინული ინფორმაციების გავრცელება! სხვა რამ მაინც დაგედოთ საფუძვლად!
🔸2007 წელს “იმედი” სააკაშვილმა სპეც.რაზმით დაარბია და ეს მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა, მაშინდელ დასავლეთს დიდად თავი არ გამოუდვია.ახლა კი, თურმე ” იმედს” გაუშუქებია ბორის ჯონსონის მიერ სტამბულში სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა. რა იყო აქ სიცრუე, დეზინფორმაცია?!
🔸მოხდა ფაქტის კონსტატაცია.მე-5 წელია რაც ტრაგედია გრძელდება უკრაინაში.თვითონ ევროპელი პოლიტიკოსები იშვერენ თითს ჯონსონისკენ!
🔸ცინიზმია, როდესაც შენ “ბიბისი” გაქვს, რომლის ცრუპროპაგანდას მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ერაყში, იპოვეს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი?! …არა!
🔸” ბიბისი” არ იყო ის სამაუწყებლო კომპანია ხალხს რომ ათავისუფლებდა იმის გამო, თითქოს ისინი პალესტინაში არარსებულ გენოციდზე საუბრობდნენ!
🔸ესაა ორმაგი სტანდარტი!შერჩევითი სამართალი! კი ბატონო, “იმედმა” თქვა, 🔸უკრაინამ დაკარგა ტერიტორიები,
🔸აქვს მილიონიანი დანაკარვი,
🔸ყავს 15 მილიონამდე დევნილი, 🔸არის ელ.ენერგიისა და ბუნებრივი აირის კოლაფსის წინაშე,
🔸ფრონტის ხაზზე ადამიანები მიყავთ ძალით,
🔸 არის დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე,
🔸 იხრჩობა კორუფციაში,
🔸ინფრასტრუქტურა განადგურებულია…
და ომი უნდა შეჩერდეს, რომ მშვიდობა უნდა დამყარდეს!
ეს იყო გზავნილი. ამის გამო სანქცია ?!
რა არის აქ სიცრუე!
ამას არ ამბობს აშშ, დასავლეთის ბევრი ლიდერი.
” იმედმა” გაახმოვანა ეს ნარატივი.სიმართლის გამო სანქცია?!
მაშინ :
🔸დაასანქცირეთ ქართულ ტელევიზიებთან ერთად ევროკომისია, რომლის ბოლო კვლევაში სწორედ უკრაინა და მოლდოვა არიან დასახელებულნი ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად.
🔸დაასანქცირეთ ტრამპი უმცროსი, ღიად განაცხადა, რომ უკრაინა ბევრად უფრო კორუმპირებული ქვეყანაა, ვიდრე თუნდაც რუსეთიო!
🔸დაასანქცირეთ მაიკლ უოლცი, რომელმაც თქვა ასევე, უკრაინა ერთ- ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანააო დღევანდელ მსოფლიოში! მაგრამ თქვენ ამას არ იზამთ!
ესაა შერჩევითი სამართალი!
ესაა ორმაგი სტანდარტი!
🔸იქნებ პროქსი ომისთვის არ გჭირდებოდათ საქართველო?! ნეტავ ვის ეკუთვნის ეს სიტყვები: ” ძვირფასო ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია, იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში? შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ტანკი, მიდით, გამოგადგებათ”.
ეს სიტყვები გვახსოვს და გვახსოვს ქართველი “ოპოზიციონერის” პასუხიც! ” ” სწორედ, რომ კარგი დროა, მაგრამ ჩვენ არ გვყავს თქვენნაირი უშიშარი და ქვეყნის მოყვარული პრეზიდენტი, მთავარსარდალი, მთავრობა, ჯარი..დღეს საქართველოს და ქართველი ხალხის პრეზიდენტია ზელენსკი…”! ესეც გვახსოვს.
და ეს არ უნდა გაეშუქებინა ქართულ ტელევიზიებს?!.ღიად! საჯაროდ ცრუობს ჰერჩინსკი, როცა ამბობს რუსეთთან ვაჭრობაზე დამოკიდებულება შევამცირეთო, საქართველო კი ფართოდ უხსნისო რუს ტურისტებს და რუსულ ბიზნესს კარებს.
არაფერს ამბობენ, რომ ბალტიის ქვეყნები გამდიდრდნენ რუსეთთან ვაჭრობით.ბოლო ოთხი წელი ევროკავშირმა მხოლოდ 12 პროცენტით შეამცირა რუსეთისგან ნავთობისა და გაზის მიღება.
2008 წელს რუსეთ- საქართველოს ომის დროს, ნეტავ რომელმა დასავლეთის ქვეყნებმა დაუწესეს რუსეთს სანქციები ჩვენს გამო?!
და ეს არ გააშუქონ, არ გაგახსენონ ქართულმა ტელევიზიებმა?!ევროკავშირში არ შეგყავართ!( ჩვენ კი არა უკრაინას ეუბნებით უარს) დაცვის მექანიზმებს არ გვთავაზობთ!
მოგვაწოდეთ იაფად ყველა ის პროდუქტი, რაც რუსეთიდან შემოგვაქვს!
მაგას თქვენ არ იზამთ! არასოდეს!ისტორიულად ბრიტანეთისგან ბევრი მავნებლობა გვახსოვს!
ქართველი ხალხის დიდი მეგობრები და- ძმა უორდროპები ძალისხმევას არ იშურვებდნენ იმისათვის, რომ ბრიტანეთს არ მიეტოვებინა საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ახალგაზრდა ქართული დემოკრატია და დაეცვა ის რუსეთის აგრესიისაგან. მაგრამ ბრიტანეთმა აიძულა ქართული ჯარი დაეტოვებინა სოჭი- ტუაფსეს ტერიტორიები,ბრიტანეთმა სომხეთ- საქართველოს ომის დროს შეაჩერა წინ გაჭრილი ქართული ჯარი, რომელიც მზად იყო ერევნამდე ჩასულიყო.
ბრიტანეთი, განსხვავებით გერმანიისგან, როგორც კოლონიას ისე უყურებდნენ საქართველოს, ამიტომ მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ ქართულ ხელისუფლებასთან.ბოლოს, როგორც კი ბაქო დაეცა, ინგლისმა დაკარგა ინტერესი
საქართველოსადმი, მოურიგდნენ ლენინის რუსეთს და ჯარები გაიყვანეს საქართველოდან.
🔸1920 წელს ბათუმიდან გავიდნენ ინგლისელები და იარაღიც არ დაგვიტოვეს!
🔸ასე შეგვატოვეს პირსისხლიან რუსეთს!
🔸ისტორია ღალატს არ ივიწყებს! დიახ!
🔸ბრიტანეთის ღალატმა რუსეთის ოკუპაციას ხელ- ფეხი გაუხსნა 1921 წლის თებერვალში!
🔸105 წლის შემდეგ ინგლისმა დაგვასანქცირა!
🔸ღალატი გენშია! სისხლშია! არაუშავს! ჩვენ არ გამოგადექით პროქსი ომისათვის, რომელიც ასე გჭირდებოდათ! ვერ მოგართვით!
საქართველო ვერ გაუძლებს კიდევ ერთ ომს!
ეს უნდა გაიგოთ!
P.S.ახლახან გაეროში საქართველომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინაში მდგრადი მშვიდობის შესახებ, მაშინ როდესაც აზერბაიჯანის დელეგაცია საერთოდ არ ჩავიდა,აშშ-მ, სომხეთმა თავი შეიკავეს და კიდევ!ინგლისმა სანქციები მოუხსნა რუსულ კომპანია ” დრუჟბას” !
ეს რა ლოგიკაში ჯდება?! 2021- 2025 წლებში რუსეთ- ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვამ 700 მილიარდს მიაღწია! და სანქციები საქართველოს?!
დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ესაა სიტყვის თავისუფლებაში ჩარევა!
რა გამოდის?! საქართველოში ტელევიზიებმა ერთ ხმაზე უნდა ” იჭიკჭიკონ” ?
რა საბჭოთა კავშირს დაუბრუნდეთ თუ 2003- 2012 წლებს, როცა მასმედია ერთ ხმაზე მღეროდა?! “იმედს”, ” პოსტ.ტვს”, ” რუსთავი-2-ს”, ” ფორმულას”, ” ტვპირველს”..” და სხვებს თავიანთი მაყურებლები ჰყავთ, ესაა ჯანსაღი კონკურენცია!
🔸 ბრიტანეთის სანქციები უსაფუძვლოა!
🔸ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მოკლებული ყოველგვარ ობიექტურობას!
🔸 რა გითხრათ?! თქვენს მუჰამედებს და შაბანებს ებარებოდეთ..შიგ ლონდონში!
🔸 ეფშტეინის ფაილებშიც ხშირად ჩაიხედეთ!
🔸ორმაგი სტანდარტი, შერჩევითი სამართალი -მიუღებელია!
ისტორიკოსი, პროფესორი
