საქართველო — თქვენი კოლონია არაა, არამედ თავისუფალი ერია!
მსოფლიო ისტორიის მანძილზე, განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე, პერიოდულად ინგლისელები, გერმანელები და ფრანგები თავს „ზე-ერად“, კონტინენტის ბატონ-პატრონად და ცივილიზაციის მესიად მიიჩნევდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ მათი დროშა, მათი ენა და მათი „უპირატესობა“ უნდა გავრცელებულიყო მთელ მსოფლიოზე. მაგრამ ისტორია სასტიკად აჯანყდა ამ ილუზიას!
- ბრიტანეთის იმპერია — „იმპერიამ, რომლის მზეც არასდროს ჩადიოდა“ — 1921 წელს მიაღწია მის პიკს: 35,5 მილიონი კმ² (დედამიწის 24%) და 412 მილიონი ადამიანს (მსოფლიოს მოსახლეობის 23%). მათი კოლონიები იყო ინდოეთი (British Raj 1858–1947), ნიგერია (1914–1960), კენია (1920–1963), განა (1821–1957), ჰონგ-კონგი (1842–1997) და ასობით სხვა. მათი დევიზი : „ჩვენ ვქმნით წესრიგს!“ — სინამდვილეში ათასობით ადგილობრივის წამება, რესურსებს შეწოვა და „ცივილიზაციის მისიის“ სახელით იმპერიალისტური ტერორის გახორციელება იყო .
- „ასიმილაციის“ ოსტატ ქვეყანას , საფრანგეთს კოლონიები გააჩნდა: ალჟირში (1830–1962), ინდოჩინეთში (1887–1954), სენეგალში (1659–1960), მადაგასკარში (1896–1960), ტუნისში (1881–1956), მაროკოში (1912–1956), ბოლო იყო — ვანუატუ 1980 წელს. პარიზი ამბობდა: „შენ ფრანგი გახდები, თუ ჩვენს კულტურას მიიღებ“. სინამდვილეში კი მილიონობით ადამიანს ართმევდნენ იდენტობას, ენასა და ღირსებას. ფრანც ფანონი ამას „შავი კანი, თეთრი ნიღაბი“ უწოდებდა — ტრავმას, რომელიც დღემდე რჩება.
- გერმანია იყო — ყველაზე სწრაფი და სასტიკი. 1884 წელს ბერლინის კონფერენციაზე იხილებოდა „აფრიკის გაყოფა“, მაგრამ მან უკვე 1914–1918 წლებში ყველაფერი დაკარგა. ვერსალის ზავის 119-ე მუხლით (1919 წ.) გერმანიამ ოფიციალურად უარი ეთქვა ყველა კოლონიაზე.
ისინი გადაეცა ლიგის მანდატებად: ბრიტანეთს, საფრანგეთს, ბელგიას, იაპონიას, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიას. ჰერერო და ნამა — პირველი გენოციდი XX საუკუნეში — გერმანული „Ordnung“-ის ნათელი მაგალითია.
ეს სამივე ერი კვლავაც თავს „ზე-ერად“ მიიჩნევს. მათი კოლონიური ფსიქოლოგია დღესაც ცოცხალია: ბრიტანელები — „ჩვენ ვქმნით წესრიგს“, ფრანგები — „ჩვენი კულტურა უმაღლესია“, გერმანელები — „ჩვენი ეფექტურობა“. მაგრამ საქართველოში მათი ეს ილუზია სასტიკად იშლება!
ჩვენ, ქართველები — 3000-წლიანი ისტორიის მატარებლები, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ილია ჭავჭავაძის შთამომავლები — არასდროს ვყოფილვართ კოლონია და არც ვიქნებით!
ჩვენ გადავურჩით სპარსელებს, მონღოლებს, ოსმალებს, რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა ბოლშევიზმს. ახლა კი ახალი „ცივილიზატორები“ გვეუბნებიან: „გააკეთეთ ის, რაც ჩვენ გვინდა, თორემ…“
2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ისინი მოითხოვდნენ:
- ნეოფაშისტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას,
- ე.წ.„რუსული კანონების“ გაუქმებას,
- კრიმინალების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას,
- არასამთავრობოების უკონტროლო დაფინანსებას საზღვარგარეთიდან (რომ საჭიროებისას „რევოლუცია“ მოაწყონ),
- ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მათი საარჩევნო კომისიით,
- ერთსქესიანი ქორწინების „ცნობას“,
- რუსეთთან სატრანსპორტო და საჰაერო კავშირის შეწყვეტას,
- ქვეყნის სრულ სავაჭრო ბლოკადას…
აშშ-ის ელჩმა კი პრემიერ-მინისტრს მის სამუშაო ადგილზე შეურაცხყოფა მიაყენა, მაგიდაზე უბრახუნა, „ყველას ვერ მოგკლავენ-ო “ უთხრა და ღიად მოითხოვა რუსეთთან ომის გამოცხადება! ითხოვდა „ჯაველინების“ გადაცემას უკრაინისთვის — ჩვენი ხალხის სისხლის ფასად!
დღეს კი ახალი ტალღა ააგორეს: შანტაჟის, მუქარის, სანქციების! უცხო სახელმწიფოები დამოუკიდებელი ქვეყნის მედიას ასანქცირებენ — რაც აქამდე მხოლოდ რუსულ RT-სა და Sputnik-ს ეხებოდა.
„დემოკრატიის მცველები“ თავად კრძალავენ სიტყვის თავისუფლებას! კიდევ რას აგვიკრძალავენ? ვიზა-ლიბერალიზაციას? დაასანქცირებენ საბანკო სისტემას? რას მოითხოვენ, კიდევ რას გვეტყვიან: „ ის გააკეთეთ რაც გვინდა, თორემ დაგსჯით“?!
მაგრამ იცოდეთ, ბატონო „ცივილიზატორებო“: საქართველო არ იყიდება!
ჩვენი ერი — ერთიანი, ღირსეული და უშიშარია. ტელეკომპანია „იმედის“ შემთხვევის მსგავსად, თქვენი ყველა ზეწოლა საბოლოოდ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს. თქვენ საბოლოოდ ჩამოიხსნით „დემოკრატიული ქვეყნების“ და „ერებზე მზრუნავი პოლიტიკოსების“ ნიღაბს და მთელ მსოფლიოს დაანახებთ თქვენს ნამდვილ სახეს — ახალ კოლონიზატორთა სახეს!
თბილისი 24
