ტელეფონის სიბნელეში გამოყენება, მხედველობას აზიანებს
სმარტფონის გამოყენება აბსოლუტურ სიბნელეში თვალზე ექსტრემალურ დატვირთვას ახდენს. კვლევები აჩვენებს, რომ ეკრანის და სიბნელის დიდი კონტრასტის გამო თვალის კუნთებზე ექსტრემალური დატვირთვა ხდება, რის გამოც თვალის წნევა იზრდება და თვალის ბადურაზე შუქის ზეგავლენა იზრდება. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.
„სქროლვის“ გამო ადამიანი 60%-ით უფრო იშვიათად ახამხამებს, რის გამოც ერთი საათის შემდეგ თვალზე ჩნდება სიმშრალე, სიწითლე და „თვალების ციფრული დაძაბულობა“. გარკვეულ შემთხვევებში ამან შეიძლება გლაუკომაც კი გამოიწვიოს.
ექიმების რჩევაა, რომ ეკრანის სიკაშკაშე შემცირდეს და ჩართული იყოს ღამის რეჟიმი, ასევე გამოყენებული იყოს ღამის სანათი. იდეალური ვარიანტია, რომ დაძინებამდე 1-2 საათით ადრე ტელეფონის გამოყენება აღარ მოხდეს, (ეს ძილსაც გააუმჯობესებს).
