პატივცემულებო-კითხვა მაინც არ დაგებადათ, ვინ ანახებდა ვიღაც ბომჟს სახელმწიფო საიდუმლო დოკუმენტს ?
საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობთ. არსებობს ასეთი პირი, დათა ახალაიას კუდ-ის აგენტი ვინმე ჯორბენაძე,რომელიც თავად ამაყობს რომ კუდ-ის აგენტი გახლდათ და დათა ახალაის,მასტერას, მეგის ქარდავას ყურმოჭრილი მონა იყო.
მოკლედ, ამ ჯორბენაძეს სადღაც დეზერტირების ბაზარში უთხრეს, რომ თურმე საქართველო-აზერბაიჯანის საიდუმლო ხელშეკრულება არსებობს, რომლის მიხედვითაც თურმე ირაკლი კობახიძემ დავითგარეჯი გაყიდა.
ნუ, ეს ჯორბენაძე რომ ნორმალური არაა და გონებაში სერიოზულად უჭირს გასაგებია, მაგრამ მე იმ “საპატივცემულო პრესის” მიკვირს, რომელმაც ამ ახალაიას აგენტს და ფსიქიურად არანორმალურს ინტერვიუ ჩამოართვა და ეს გაუგონარი სისულელე სერიოზულად აღიქვა.
პატივცემულებო – ან კითხვა მაინც არ დაებადათ ? ვინ ანახებდა ვიღაც ბომჟებს სახელმწიფოთა საიდუმლო დოკუმენტს ?
ან ის მაინც არ იცით რომ სახელმწიფოების დონეზე ასეთი საიდუმლო ხელშეკრულებები არ იდება ? მართლა გგონიათ რომ დეზერტირების ბაზარში ან ვაგზლის სახინკლეში ასეთ საიდუმლო დოკუმენტებს აფრიალებენ ?
ეს არათუ არასერიოზული, არამედ სამარცხვინოა.
ჯერ ის მაინც გაგერკვიათ – ვინაა ეს თქვენი რესპოდენტი . მისგან ფსიქო მაინც მოგეთხოვათ და დარწმუნდებოდით , რომ ავანტურისტ-შიზოიდთან გაქვთ საქმე.
მე ძალიან მწყინს რომ ჩემთვის საპატივცემულო პრესა და ასევე საპატივცემულო ზოგიერთი პოლიტიკოსი აყვა ამ აბსოლიტურ აბსურდს და ავადმყოფურ ბოდვას.
ხვალ ამ ჯორბენაძემ შეიძლება გითხრათ , რომ ნაპოლეონია ან ზელენსკი-პუტინის საიდუმლო ხელშეკრულება იცის და ისიც უნდა დაიჯეროთ ?
P.S. ახლახანს გავარკვიე რომ ვინმე ჯორბენაძეს ანაფორა ჩაუცვამს და რომელიღაც სექტის მქადაგებელი გამხდარა.ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რომ ამ პიროვნებას და მის მიერ გავრცელებულ შიზოიდურ ბოდვას სერიოზულად არ უნდა შეხედო.
ფსიქიატრიულ კლინიკას კი ძალიან დიდი საყვედური – გიჟები და თან აგრესიული გიჟები ქუჩაში ასე არ უნდა დასეირნობდნენ.
ჟურნალისტი: ირაკლი ჯანყარაშვილი
წყარო:https://www.facebook.com/photo?fbid=122165359718880605&set=a.122108567648880605
