ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე – სამშობლოს ერთგული ჯარისკაცები!
საქართველოს თანამედროვე ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ იმ ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებენ თავიანთ ერთგულებას ქვეყნისა და ერის მიმართ. ამ ადამიანთა შორის განსაკუთრებულად გამოირჩევიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე.
ორივე მათგანი არის ნამდვილი პროფესიონალი, ღრმად ერუდირებული, ნამდვილი პატრიოტი და, რაც მთავარია, ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მათი მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ დაგვანახეს, რომ სამშობლოს ინტერესები მათთვის ყველაფერზე მაღლა დგას. სიტყვა და საქმე მათთან ერთმანეთს ემთხვევა – ეს ის თვისებაა, რომელიც დღევანდელ პოლიტიკაში უკიდურესად იშვიათად გვხვდება.
ქვეყანაში დღეს არსებობს დესტრუქციული ძალები, რომლებიც ყველა შესაძლო ბინძური მეთოდით ცდილობენ ამ ორი ადამიანის სახელის შებღალვას. სხვადასხვა მედიასაშუალებების, სიცრუის, იაფფასიანი პროპაგანდის, ჭორების გავრცელების, შეურაცხმყოფელი ბრალდებებისა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის გზით ისინი ცდილობენ საზოგადოებაში ნდობის შერყევას იმ ადამიანების მიმართ, ვინც რეალურად ზრუნავს ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ქვეყანამ შეძლო ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი ტემპის შენარჩუნება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცება ძალიან რთულ გლობალურ გარემოშიც კი. მისი გუნდის მიერ გატარებული პოლიტიკა მიმართულია ქართული ოჯახების კეთილდღეობაზე, სოციალურ სამართლიანობაზე და ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე.
მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ეფექტურ და პროფესიულ ბრძოლას ქვეყნის სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ. მისი მკაცრი, მაგრამ სრულიად პროფესიული მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში ინარჩუნებს შედარებით მშვიდობასა და უსაფრთხოებას – რაც დღეს რეგიონის მასშტაბით იშვიათი მოვლენაა.
ორივე მათგანი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სანდო და უმთავრეს საყრდენს – ადამიანებს, რომლებზეც დიდი ნდობით არის დაფუძნებული ქვეყნის სტრატეგიული მართვა. მათი თანამშრომლობა და ერთიანი ხედვა ქმნის იმ მყარ საფუძველს, რომელზეც დგას დღევანდელი საქართველოს მშვიდობიანი განვითარება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ზრუნვა საზოგადოებაზე – იმაზე, რომ ქართველმა ოჯახებმა იგრძნონ სიმშვიდე, უსაფრთხოება და რეალური პერსპექტივა. მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის აღმავლობა – ეს არის ის მიზნები, რომლისკენაც ისინი თანმიმდევრულად და შედეგიანად მიდიან, ხშირად უკიდურესად რთულ და მტრულ გარემოებებში.
მინდა მადლობა გადავუხადოთ ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს იმისთვის, რომიცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს, ზრუნავენ მშვიდობაზე და სტაბილურობაზე
მუშაობენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ქმნიან პირობებს, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უკეთესი საქართველო დაინახონ.
მინდა იცოდეთ, რომ მადლიერი საზოგადოება აფასებს თქვენს შრომას, თქვენს პატრიოტიზმსა და თქვენს ერთგულებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას, გამძლეობასა და შთაგონებას, რათა კიდევ დიდხანს ემსახუროთ ჩვენს ერთადერთ სამშობლოს – საქართველოს.
გაუმარჯოს საქართველოს!
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
