8 თებერვალი 2026

დაყრუებული ბრუსელი და ღობეგადამხტრები

ილიას ეპოქაში რუსეთში განათლება მოწყურვებულებს თერგდალეულები უწოდეს. დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი აქციის მონაწილეებს შეიძლება ღობეგადამხტარები შევარქვათ. პრინციპში, ეს სახელი თავად შეირქვეს მათ ძალადობრივი აქციის „ღობის საქმის“ მონათვლით. ოჰ, რა რომანტიულია! თითქოს ღობეზე გადახტომა არა ძალადობა, არამედ ახალი ტრენდია – “ღობე-ჯამპინგია” პოლიტიკური აქტივიზმის სახელით. ვინ იცის, იქნებ მალე ოლიმპიურ სახეობად გამოცხადდეს, ევროკავშირის სპონსორობით?!

ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან. ბრიუსელი არა და არა, ყურსაც არ იბერტყავს, არ გმობს ძალადობას! თითქოს ბრიუსელში ყველა ლიდერმა ერთდროულად დაკარგა სმენა ზუსტად იმ მომენტში, როცა საქართველოში ღობეები ირყეოდა. ან იქნებ მათი “ყურები” მხოლოდ იმას ესმის, რაც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯდება – მაგალითად, “დეზინფორმაციის” გმობა, მაგრამ არა რეალური ძალადობა.

რა შეიძლება მათ ვუწოდოთ ბრუსელელ ლიდერებს – დაყრუებულები? ჰმ, “დაყრუებულები” ძალიან რბილია. იქნებ “სელექტიურად ყრუები”? ისინი გმობენ “პერსონალურ შეტევებს” თავიანთ ელჩზე, მაგრამ როცა საქმე ჩვენს პრეზიდენტის სასახლეს ეხება, უცებ “ტექნიკური პრობლემა, ხარვეზი “ უჩნდებათ სმენას.

ჰეი, მანდ ბრიუსელ, განერიდებით ეშმაკსა? დაგმობთ ძალადობას? – მეც ვკითხულობ ქართველ კანონმდებელთა შეფის დარად. მაგრამ რა პასუხი? სიჩუმე, რომელიც ხმამაღლა ყვირის: “ჩვენ მხოლოდ იმას ვგმობთ, რაც ჩვენს ნარატივს უხდება!
ანაღვლეე… ბრიუსელი ამ თავდასხმას არც დაგმობს და არც ემიჯნება. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ მათი პრეს-სპიკერი რამდენიმე დღით ადრე ფაქტობრივად მხარი დაუჭირა იმავე “რევოლუციურ” ტალღას? ოჰ, რა “ნეიტრალურობაა”! თითქოს ევროკავშირი არა პოლიტიკური გაერთიანება, არამედ “სელექტიური მეხსიერების კლუბია“, სადაც მხოლოდ “დემოკრატიული” ძალადობაა დაშვებული – თუ ის მათ საყვარელ ნარატივს ემსახურება.
რათქმაუნდა, ეს უკვე აღარ არის დუმილი, ეს არის პოზიცია.

არაა! ეს არის “სტრატეგიული სიჩუმე” – ისეთი, რომელიც რადიკალიზმს ხელს უწყობს და პოლარიზაციას აძლიერებს. ასი პროცენტით ვეთანხმები შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ბრიუსელის პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს, ქართულს და არა-ენჯეოების! ჰო, იმ ენჯეოების, რომლებიც თითქოს “დემოკრატიას” ავრცელებენ, მაგრამ სინამდვილეში “ღობეგადახტომის ტურნირებს” ორგანიზებენ.
ხოლო, თუ ბრიუსელმა თავისი კურსი რადიკალურად არ შეცვალა, ევროპული კავშირი დარჩება მხოლოდ სახელით – ევროპული, შინაარსით: უღირებულებო, უშინაარსო… ან იქნებ “უსმენო”? რადგან მათი “ღირებულებები” უფრო და უფრო სიძულვილს, ძალადობას და ექსტრემიზმს ემსგავსება.

სამწუხაროა, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად წყდება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი ოდესღაც იდგა, და სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან, ძალადობასთან და ექსტრემიზმთან.

ოჰ, რა “პროგრესია”! თითქოს ევროპა არა განათლების კერა, არამედ “სელექტიური სმენის” ლაბორატორია გახდა.
რას ფიქრობთ მოვიგებ თუ არა, რომ ბატონ შალვას კითხვა „დაგმობს თუ არ დაგმობს“ ტოტალიზატორში X 10 კუშით დავდო უარყოფითი შედეგის მოლოდინში? ჰა, რა თქმა უნდა მოიგებ! ბრიუსელი ხომ არა მხოლოდ ყრუა, არამედ “ფსონების მოყვარული” – ისინი ყოველთვის “არა”-ზე დებენ, როცა საქმე რეალურ დაგმობას ეხება.

როგორც წესი, ადამიანებში სიყრუის (ანუ სმენის დაქვეითების) სიმპტომები უმეტესწილად თანდათან უვითარდება და ადამიანმა თავად შეიძლება ვერ შეამჩნიოს დიდი ხნის განმავლობაში. ამჩნევს კი ამათ თავად ბრუსელი? ჰმ, იქნებ მათი “სიყრუე” არა სიმპტომია, არამედ “პოლიტიკური არჩევანი” – როგორც “მხოლოდ იმას გავიგონებთ, რაც გვინდა“.
აბა სხვა რაა თუ არა, რომ ბატონი შალვა უკვე მერამდენე თვეა უშედეგოდ უმეორებს და უმეორებს სმენადაქვეითებულ ბრიუსელელებს კითხვას, მაგრამ უშედეგოდ.

პოლიტიკურ სიყრუემ ყურებში ხმაური, ზუზუნი, სტვენა ან გუგუნი იცის. ნეტავ, ვისი ან რისი გუგუნი ჩაესმით ბრუსელელებს?! ომის პარტიის შემქმნელების, საქართველოს ომში ჩათრევის, გაუბედურების მსურველების? ან იქნებ საკუთარი “დეზინფორმაციის გმობის” ექო?

ვეჭვობ, ბატონი შალვას ბრუსელისადმი მოწოდება” დაგმონ ეშმაკი” და მცდელობა მიმართონ ოტოლარინგოლოგს დაგვიანებულია და მათი საბოლოო სიყრუე გარდაუვალი. მაგრამ ჰეი, იქნებ ბრიუსელში ახალი “ევროპული სტანდარტი” შემოიღონ – “სიყრუე როგორც დემოკრატია”? მაშინ ჩვენც გავიგებთ, რატომ არის მათი “ღირებულებები” ასე “უსმენო”.

ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია