12 იანვარი 2026

ვინ მფარველობდა ნარკობიზნესს საქართველოში?

შს მინისტრად გეკა გელაძე მ/წლის 28 მაისს დაინიშნა და ეფექტურად შეუდგა შს სისტემაში პოლიციის გენერალ-პოლკოვნიკვახტანგ გომელაურის  მძიმე, ჩასვრილი მემკვიდრეობის გამოსწორებას.

  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ხნის  განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში გასაღებაში, შემოტანასა და შეძენა-შენახვაში 2 ათასზე მეტი მოქალაქე დააკავა, ამოღებულია მილიონობით დოლარის ღირებულების ასობით კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება.

 აქ, ყველა შემთხვევაში ორი ვარიანტია, ვახტანგ გომელაური და მისი გუნდი ან, მფრავლეობდა და ხელს უწყობდა ქვეყანაში ნარკო ბიზნესის აყვავებას, რაც უმძიმესი დანაშაულია  ან და არაფერს აკეთებდა მის აღსაკვეთად, რაც მინიმუმ  სამსახურეობრივი გულგრილობაა.

  • 20.12.2025  პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი
  • 14.12.2025  შსს – პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო – დაკავებულია 5 პირი
  • 13.12.2025  პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა
  • 09.12.2025  შსს-მ უპრეცედენტო რაოდენობის – 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება
  • 09.12.2025 პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა – დაკავებული რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ
  • 07.12.2025 შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის გერმანიის მოქალაქე დააკავა
  • 06.12.2025 განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
  • 05.12.2025 პოლიციამ ბოლო 48 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
  • 30.11.2025 შსს – პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავა
  • 29.11.2025 შსს-მ 18 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე
  • 26.11.2025 შსს – სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთში მოქმედი ე.წ. „ბარიშ ბოიუნის“ კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
  • 14.11.2025 შსს – ბოლო რამდენიმე დღეში ნარკოდანაშაულისთვის 50 პირია დაკავებული, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
  • 11.11.2025 შსს – პოლიციამ 283 ძირი „კანაფი“ და 3 კილოგრამამდე „მარიხუანა“ ამოიღო – დაკავებულია პირი, რომელსაც მიწის სიღრმეში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური
  • 09.11.2025 აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
  • 09.11.2025 ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 07.11.2025 შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა
  • 26.10.2025 შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 2 პირი
  • 26.10.2025 შსს – პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
  • 25.10.2025  ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
  • 23.10.2025 შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 250 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს – დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე
  • 19.10.2025  შსს – პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
  • 16.10.2025 შსს-მ ბოლო 24 საათში, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულებისთვის 47 პირი დააკავა
  • 28.09.2025 შსს – ნარკოდანაშაულის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დავაკავა
  • 28.09.2025  შსს – პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა
  • 27.09.2025 სამართალდამცავებმა ირანის მოქალაქე საქართველოში 200 კილოგრამი „ჰეროინის“  შემოტანის ფაქტზე დააკავეს
  • 21.09.2025 სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი
  • 16.09.2025 შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 12 000-მდე აბი „ექსტაზი“ და 520 აბი „სუბოტექსი“ ამოიღო
  • 14.09.2025 შსს – პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა
  • 12.09.2025 შსს – გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი
  • 05.09.2025 შსს – პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 619 აბი “სუბუტექსი” ამოიღო
  • 04.09.2025 შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება – 34 512 აბი „მეთადონი“ ამოიღეს
  • 03.09.2025  შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები – 3 კილოგრამამდე „მეთადონი“, 32 შეკვრა სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკი და 140 ცალი ფსიქოტროპული აბი ამოიღეს
  • 31.08.2025 შსს – პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
  • 30.08.2025  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
  • 24.08.2025 შსს –  გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა – დაცვის პოლიციის ინსპექტორმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა “მეთადონის” შემცველ ნარკოტიკულ საშუალებას
  • 22.08.2025  შსს – ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ კიდევ 44 პირი დააკავა – ბოლო ორი თვეში ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით სულ 1 417 პირია დაკავებული
  • 17.08.2025 პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
  • 16.08.2025 იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი
  • 13.08.2025 შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა – დაკავებულებიდან ერთ-ერთი უბნის ინსპექტორია
  • 13.08.2025  შსს-ს ინფორმაციით, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავეს
  • 11.08.2025 შსს – იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი
  • 10.08.2025 შსს – პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
  • 07.08.2025 შს მინისტრი – დავაკავეთ ნარკოტიკების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანასა და შეძენა-შენახვაში ბრალდებული 43 პირი
  • 03.08.2025 შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა
  • 02.08.2025 შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
  • 28.07.2025 პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავა
  • 26.07.2025 სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
  • 25.07.2025  შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბოლო 24 საათში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა
  • 19.07.2025  შსს- დაკავებულია პირი, რომლის სახლიდან ამოღებულია: 2 581 საბრძოლო ვაზნა, 12 შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“, 15 ამფეთქი ფალია, 15 მჭიდი, 2 ხელყუმბარა და ტყვიამფრქვევი, „მარიხუანა“, ფსიქოტროპული ნივთიერება და 6 ძირი „კანაფი“
  • 17.07.2025  შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 20 პირი დააკავა, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ორი „კანონიერი ქურდია“
  • 13.07.2025  შსს – პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა
  • 09.07.2025  შსს – ქვეყნის მასშტაბით ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა, მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240-ს, 23-მა თავი აარიდა შემოწმებას, რომლებიც ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები
  • 09.07.2025 შს მინისტრი – გვიან ღამით, ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი – დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
  • 06.07.2025  შსს – ბათუმში, ამოღებულია 3 კილოგრამამდე „კოკაინი“, 13 000-მდე „ექსტაზის“ აბი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე
  • 04.07.2025  შსს – პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“ ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
  • 02.07.2025  სამართალდამცავებმა, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 29.06.2025 შსს – პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
  • 28.06.2025  კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა – ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“
  • 24.06.2025 შს მინისტრი – თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი დავაკავეთ
  • 22.06.2025 შსს – სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
  • 18.06.2025 შსს – ამოღებულია კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 298 კილოგრამი „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც „შავ ბაზარზე“ დაახლოებით 85 მილიონი ლარია – დაკავებულია 1 პირი
  • 08.06.2025 იმერეთში ნარკორეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს
  • 07.06.2025 შსს – სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
  • 07.06.2025 შსს – პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი.