მცხეთის მუნიციპალიტეტში,სადაც იბადება 313, ხოლო კვდება 624 ადამიანი, მუქთახორა მერის ხელფასი 6.655ლარია !
რა ხდება მუნიციპალიტეტში, რომელიც დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური კატასტროფის ზღვარზეა, როგორ იზრდება მცხეთის მერიის ჩინოვნიკების მადა და როგორ ღრნიან ბიუჯეტს.
2017 წლის 20 ნოემბრის მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5-ის თანახმად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი 2.750 ლარს შეადგენდა, მისი მოადგილეების შესაბამისად 2.050 და 2.000 ლარს.
2024 წლის 26 დეკემბერის მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30-ს თანახმად, ნეოფაშისტმა მერმა დიმიტრი ზურაბაშვილმა, რომელიც სავარაუდოდ დიმიტრი ხუნდაძის მფარველობოთ, კიდევ მრავალი წელი იკვეხნდა მცხეთის ფეოდალობას, გაი-სამმაგა ხელფასი 6.655 ლარამდე, თავის მოადგილეების შესაბამისად გახადა 5.058 და 4.659 ლარი.
პირველი, რაც გააკეთა მცხეთის ახალმა საკრებულომ, საკუთარი გადაწყვეტილებით გაუზარდა საშტატო ერთეული მცხეთის მერიას და მიმდინარე წლის 18 ნოემბერს „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბრის №7 დადგენილებაში სასწრაფოდ იქნა შესაბამისი შეტანილი ცვლილებები ამის შესახებ.
საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი გაუტოლეს – 5.990 ლარს, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, პოლიტიკური თანამდებობის პირის 4.525 ლარს.
შრომით გადაქანცულ მცხეთის მოქმედ მერს, ვინმე გოგი აბუაშვილს, რომელიც 2013 -2018 წლებში ამავე მერიის „ არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, შემდეგ „სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სივრცითი მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელი“ გახლდათ, ძველი ინცერციით ერთი პირველი და ორი “უბრალო” მოადგილე ყავს.
მხოლოდ მცხეთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურში 25 ადამიანია დასაქმებული, ვერ აუდიან სამსახურს და ვერც ვერაფერს იტყვი, თურმე, მერს ზომაზე მეტად “ნაყვარება” თურქული ყავა.
უფრო დეტალურად:
- მცხეთის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახური მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბერის დადგენილება №5-ის თანახმად ჯერ- 12 ადამიანი იყო დასაქმებული , მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 დეკემბერის დადგენილება №29-ით გახდა 16, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 18 ნოემბერის დადგენილება №3-ით კი გახდა მთელი 19 ერთეული. ანუ, სტაბიულურად, ყოველი ახალი მერი ზრდის საფინანსო სამსახურს საშუალოდ სამი ერთეულით.
- მერიის ეკონომიკის სამსახურში 18 ადამიანია დასაქმებული,
- რათქმაუნდა, არ დავიწყ(ნ)ია მშობლიური სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური და გაზარდა მთელი 4 საშტატო ერთეულით 18 -მდე, (იყო 14 საშტატო ერთეული)
- გაიზარდა ზედამხედველობის სამსახურიც- 13 ერთეულამდე ( იყო ჯერ 11, შემდეგ – 12 საშტატო ერთეული)
- სამაგიეროდ, 3 მოსამსახურით შეაცმირა სოციალური და ჯანდაცვის სამსახური– 10 ერთეულამდე… აბა, რა საჭიროა მცხეთისთვის ჯანდაცვის სამსახური?
- იგივე საშტატო ერთეულებით დატოვა განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური ( 10 საშტატო ერთეული) და შიდა აუდიტის სამსახური- ( 5 საშტატო ერთეული)
- მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში 2017 წელს – 48 მერის “ადგილნაცვალი ” შრომობდა..
მცხეთის მოსახლეობა 2017 წლის მონაცემებით 7,7 ათასია, დღეს, ალბათ, სულ რაღაც 6 ათასი. მცხეთის მთლიანი მუნიციპალიტეტის საზოგადოება :
- 2021 წელს -53.000 ადამიანი,
- 2022 წელს- 52,200 ადამიანი,
- 2024 წელს- 51,200 ადამიანი,
- წელს – 50,7 ათასია
თუ, მცხეთის მუნიციპალიტეტში 2023 წელს დაიბადა 489 ადამიანი, 2024 წელს დაიბადა მხოლოდ 402 ადამიანი!
მერის „დაუღალავი მუშაობის“ შედეგად გაიზარდა გარდაცვალებთა რიცხვიც. 2023 წელს გარდაიცვალა- 584 ადამიანი, 2024 წელს გარდაიცვალა – 635 ადამიანი,
- მოკვდაობის ზოგადი კოეფიციენტით (გარდაცვლილთა რიცხოვნობა მოსახლეობის 1 000 კაცზე) მცხეთა-მთიანეთი რეგიონების მიხედვით უსწრებს კახეთს, შიდა ქართლს. ქვემო ქართლს, სამცხე-ჯავახეთს, აჭარის ავტონომირ რესპუბლიკას.
- მკვდრადშობილთა რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით სამივე შემთხვევა 2024 წელს მოდის მცხეთის მუნიციპალიტეტზე.
- ბუნებრივი მატების კოეფიციენტი 2023 წლის მინუს -95 დან მინუს 233 -ია.
- 2024 წელს დაქორწინდა -201 და განქორწინდა -88 წყვილი.
2025 წლის 6 თვის მონაცემებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში დაიბადა 313 , ხოლოდ გარდაცივალა 624 ადამიანი!

ბატონო პრემიერ მინისტრო, გარდა ღორმუცელობის, წესით უკანალში წიხლის რტყმით უნდა აგდებდეთ სამსახურიდან ადამიანს, რომლისთვის მინდობილ მუნიციპალიტეტში იბადება -402 , ხოლო კვდება- 635 მოქალაქე, მერი, რომელიც მხოლოდ მასაჟებზე სიარულს და ფრჩხილების ლაქს უთმობს დროს, პანჩურის მეტის ღირსი კი არა, ზურგი ნეხვიანი წკეპლითაა ასაჭრელებელი.
ჟურნალისტი : გოჩა ნაჭყებია
