2 დეკემბერი 2025

თურქულ- რუსული ურთიერთობების ანატომია

რუსეთსა და თურქეთს (ოსმალეთის იმპერიასთან) შორის ისტორიაში გაიმართა 12 მთავარი ომი, რომლებიც ძირითადად XVII-XIX საუკუნეებში მიმდინარეობდა. ეს კონფლიქტები რუსეთის ექსპანსიისა და ოსმალეთის დეკადენტის შედეგი იყო და ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სერიაა.

თუმც, ისინი მაინც პოულობდნენ საერთო ენას , სხვა სახემწიფოთა ინტერესების ხარჯზე.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ 1920 წლის 10 აგვისტოს საფრანგეთში სევრის სამშვიდობო ხელშეკრულების  თანახმად გადაწყდა ოსმალეთის იმპერიის დაშლა- დანაწევრება.

ოსმალეთის იმპერიის ყოფილი ტერიტორიები ნაწილდებოდა საბერძნეთის, საქართველოს, სომხეთის, ერაყის, სირიის და იტალიის სასარგებლოდ.

შეთანხმების თანახმად, ოსმალეთის იმპერიას ეკრძალებოდა საზღვაო ფლოტის და მძიმე შეიარაღების ფლობა.

იმპერია განადგურებისგან იხსნა ქემალ ფაშამ, ახლადშექმნილი რესპუბლიკის პრეზიდენტმა 1920-1950 წლებში, თურქეთის ეროვნულმა გმირმა და ლენინის ახლო მეგობარმა.

1920 წლის 26 აპრილს ქემალმა სთხოვა ლენინს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, და ” შავიზღვისპირეთსა და  კავკასიაში საერთო სტრატეგიის ჩამოყალიბება”.

თურქეთი იღებდა ვალდებულებას საბჭოთა კავშირთან ერთად ებრძოლა იმპერიალიზმის , იმპერიალიზმის მტრების და იმპერიალისტური მთავრობების წინააღმდეგ.

კონკრეტულად კი თურქეთი დებდა პირობას:

1. “ჩვენ  (თურქეთი) ვიღებთ ვალდებულებას, რომ მთელი ჩვენი სამუშაო და ყველა ჩვენი სამხედრო ოპერაცია დავუკავშიროთ რუს ბოლშევიკებს,

2.  თუ, საბჭოთა ჯარები აპირებენ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას  ჩვენ დიპლომატიური საშუალებებით, ან სხვა გავლენით ვაიძულოთ საქართველო შევიდეს  საბჭოთა კავშირში და განახორციელოს  ბრიტანელების განდევნა კავკასიის ტერიტორიიდან,

3.  თურქეთის მთავრობა განარციელებს სამხედრო ოპერაციებს იმპერიალისტური სომხეთის წინააღმდეგ,

4. პირობას დებს, რომ აიძულოს აზერბაიჯანის რესპუბლიკას რომ შეუერთდეს საბჭოთა სახელმწიფოთა წრეს,

5.  იმისათვის, რომ  იმპერიალისტური ძალები თავდაპირველად  განდევნონ თურქეთის ტერიტორიიდან, გავაძლიეროთ ჩვენი  თურქული არმია,  გავაგრძელოთ ჩვენი საერთო ბრძოლა იმპერიალიზმთან, ვთხოვთ საბჭოთა რუსეთს პირველი დახმარების სახით მოგვცეს ხუთი მილიონი თურქული ლირა ოქროში, იარაღი და საბრძოლო მასალა იმ რაოდენობით, რომელიც უნდა დაზუსტდეს მოლაპარაკებების დროს და, გარდა ამისა, გარკვეული სამხედრო ტექნიკა და სანიტარული მასალა, ასევე საკვები ჩვენი ჯარისთვის, რომელსაც მოუწევს მოქმედება აღმოსავლეთით.”

1920 წლის მაისში  მოსკოვში იმყოფებოდა თურქეთის დელეგაცია გენერალ ხალილ ფაშას მეთაურობით. ვიზიტისას რუსეთმა თურქეთს პირველ ეტაპზე გამოუყო 1 მილიონი ოქროს მანეთის დახმარება ანუ 774,235 კგ. ოქრო.

1920 წლის ივლის-ოქტომბერში ქემალისტებმა რუსეთისგან მიიღეს 8 ათასი თოფი, დაახლოებით 2 ათასი ტყვიამფრქვევი, 5 მილიონზე მეტი ვაზნა, 17,6 ათასი ჭურვი, თითქმის 200 კგ ოქროს ზოდები.

გარდა ამისა, 1919-1920 წლებში  თურქეთს გადაეცა 1914-1917 წლებში მოქმედი რუსული კავკასიური არმიის მთელი შეიარაღება,  საბრძოლო მასალის და ყველა რეზერვი აღმოსავლეთ ანატოლიაში (ანუ დასავლეთ სომხეთში) და თურქეთის შავი ზღვის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში.

ვინაიდან ქემალს საზღვაო ფლოტი არ ჰყავდა, თურქეთმა იმავე წლებში რსფსრ-სგან მიიღო ხუთი წყალქვეშა ნავი და რუსეთის საიმპერატორო საზღვაო ძალების ორი გამანადგურებელი „ჟივოი“ და „კრეიპი”.

საბჭოთა კავშირმა, ხელშეკრულების შესაბამისად, 1920-1922 წლებში თურქეთს გამოუყო ფინანსური დახმარება 10 მილიონი ოქროს მანეთის სახით, გაგზავნა 39 ათასი “ვინტოვკა”, 63 მილიონი ვაზნა, 327 ტყვიამფრქვევი, 54 თოფი, 147 ათასი ჭურვი და სხვა იარაღი. 

საბჭოთა მთავრობა დაეხმარა ანკარას ორი დენთის ქარხნის აშენებაში, მათთვის აღჭურვილობისა და ნედლეულის მიწოდებაში.   ელჩმა მიხეილ ფრუნზემ  ტრაპიზონის ხელისუფლებას 100 ათასი მანეთი გამოუყო ბავშვთა სახლის ორგანიზებისთვის.

ყოველივეს შედეგად მოყვა სომხთა გენოციდი, რუსეთის მიერ მთელი ამიერკავკასიის ოკუპაცია, საქართველოს ფედერაციულ რესპუბლიკაში შემავალი ტერიტორიების დაკარგვა.