2 დეკემბერი 2025

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-სთან დავაში ყველა პუნქტში გაიმარჯვა

ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია – ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-სთან დავაში ყველა პუნქტში გაიმარჯვა.

გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ძალაში დატოვა, არამედ Credit Suisse-სის წინააღმდეგ უფრო გაამკაცრა და შვეიცარიული ბანკი კეთილსინდისიერი კრედიტორის მიმართ ფინანსური და მორალური ნორმების პრინციპების დამრღვევად გამოაცხადა.

ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება 68 გვერდიანია.