მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო!
/სტატია არ არის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ან მისი კომპრომენტირების მცდელობა. ეს არის რეალობა, რომელიც ფაქტებით მყარდება და რომელსაც ოფიციალურად აქვეყნებს ხელისუფლების ფინანსირებადი უწყება./
მინდა საზოგადოების ყურადღებას მივმართო იმ მძიმე ვითარების შესახებ, რომელსაც საქართველოში შეუქცევადი ხასიათი აქვს. სამწუხაროდ, საქართველო, ქართველები დიდი ხანია ვიქეცით მომაკვდავ ერად.
სამწუხაროა, რომ ხელისუფლება დღემე ვერ ბედავს საააკშვილის მიერ პირადობის მოწმობიდან გაქრობილი ეროვნების აღნიშვნის აღდგენას.
ერის გამრავლების კოეფიციენტს (ხშირად მას დემოგრაფიაში „ბუნებრივი ზრდის კოეფიციენტს“ ან „რეპროდუქციის კოეფიციენტს“ უწოდებენ) არის სიდიდე, რომელიც აჩვენებს, რამდენად სწრაფად მრავლდება ან იკლებს მოსახლეობა.
ანუ, მთლიანი ნაყოფიერების კოეფიციენტი – საშუალოდ რამდენი შვილი ჰყავს ერთ ქალს ცხოვრების განმავლობაში.
თუ ეს კოეფიციენტი უნდა იყოს მინიმუმ 2.1 , რომ ერმა შეინარჩუნებს საკუთარ თავი. (რეპროდუქციული ჩანაცვლების დონე).
- დღეს, საქართველოსთვის ეს მონაცემები 1,81 , თუმცა ყველამ კარგად ვიცით,რომ ესეც ძირითადად არაქართული მოსახლეობის ხარჯზე ხდება.
უბედურებაა,რომ პირადობის მოწმობებში ეროვნების აღნიშვნის გარდა, არც ერთი სახელმწიფო უწყების, დაწესებულების მიერ არ ხდება ეთნიკურად ქართველი ადამიანების აღრიცხვა.
ან, რომელ გამრავლებაზეა საუბარი, ქართველებს კი ერთმანეთის დაჭმაში ბადალი არ გვყავს.
თუ კიდევ ვინმე შერჩა , ვინც წრფელი გულით აპროტესტებს ხელისუფლების ამა თუ იმ ნაბიჯს, მათ მოგმართავთ: ვისთვის გსურთ საქართველო?
- ვისთვის იბრძვით დაუსრულებელი უაზრო აქციებით, უაზროდ დახარჯული ენერგიით- უცხო ტომელებისთვის?
- ელემენტარული მსოფლიო გადანაწილების შესახებ, ახალი მსოფლიო მოწყობის და ორ პოლუსიანობის შესახებ რომ გსმენოდეთ არა ხოშტარია- ხაბეიშვილისგან, მსოფლიო დონის გავლენიანი პოლიტიკოსებისგან , მიხვდებოდით თუ რამხელა ენერგია, ძალა, ფიზიკური ძალა, სისხლი , ფინანსური, ტექნიკური რესურსი ჩაყარა რუსეთმა საკუთარი სიცოცხლის მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად.
არც იფიქრით, ეჭვი არ შეგეპაროთ, ერთი წამით არ დაფიქრდება 3,7 მილიონიანი საქართველოს აღგვისგან მიწის პირიდან, თუ ეს ამერიკის ან რუსეთის ეროვნულ ინტერესებს დაემუქრა!
ღიად თქვა კიდეც რუსეთის პრეზიდენტმა რომ „რად უნდა მას ისეთი სამყარო, სადაც რუსეთი არ იქნება ” . რუსეთი გამოიყენებს ყველა რესურსს, მათ შორის ატომურ იარაღს, რომ რუსეთის ეროვნულ ინტერესებს საფრთხე არ დაემუქროს .
- რა ნატო, რის ევროკავშირის წევრობა, რა ევროპის “უსაფრთხო ქოლგა”, როცა საკუთარი თავი გაჭირვებიათ და გამალებით ემზადებიან საკუთარი უკანალის გადასარჩენად,
- მთელი ქვეყნების მასშტაბით ამონტაჟებენ ხმამაღლა გამაფრთხილებელ აუდიო სისტემას, აწყობენ ბომბ.საცავ საცავებს, იმარაგებენ სურსათს,
- ვერ გაგიაზრებით და ელემენტალურად აზრი ვერ გამოგიტანიათ აშშ-ს მეფისნაცვლის ფრაზიდან ” რუსები ყველას ვერ დაგხოცავენ” , რომელიც მან პრემიერ -მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დამუქრებისას თქვა, თუ ჟარგონულად რომ ვთქვათ როგორ ” კიდიათ” მათ მთელი საქართველო და ქართული გენოფონდი.
- უყურებთ შემზარავ ფაქტებს საბრძოლო მოქმედებებიდან და არ გჯერათ როგორ გაწირეს მთელი უკრაინელი ერთი , საკუთარი ინტერესების გამო…
თუმც ,რა რუსეთი… გადახედეთ ამ ამონარიდს საქართველოს ოფიციალური წყაროდან. სწორედ ამას ქვია: ყური აქთ და არ ესმით, თვალნი აქვთ და ვერ ხედავენ-ო.
არაა საჭირო, როგორც „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს სჩვევიათ სააკაშვილის პრაქტიკის მსგავსად- ამა თუ იმ საერთაშორისო ინდექსებში წინსვლის, მიღწევების ქაღალდების ფრიალი და ქვეყნის მდგომარეობის 2012 წლამდე შედარება. საკმარისია ვიხილოთ ქვეყნის მდგომარეობა 5 წლის ჭრილში.
- ნაცვლად ერის ზრდის, შემცირდა საქართველოს მოსახლეობა – 2019 წელს – 3 723.5 ათასი ადამიანიდან 2025 წელს 3 704.5 ათასადამიანამდე,
შობადობის გაზრდის რა ეფექტური ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ თუნდაც ამ ხუთი წლის განმავლობაში? არ თქვათ ეხლა ერის კლება მსოფლიო სენია და ევრობაში ასე ხდება. გადახედეთ მეზობელი აზერბაიჯანის, შუა აზიის ქვეყნებს.
- ავტომატურად შემცირდა ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 2019 წელს 46 .520 ათასი ადამიანი, 2024 წელის: 39. 483 ათასი,
- შემცირდა ქორწინებათა რაოდენობა 2019 წელს- 23 285 ათასი ,2024 წელის- 21 653 ათასი,
რა წამახალისებელი ღონისძიებას მიმართა სახელმწიფომ ქორწინებათა გასაზრდელად? ძნელი იყო თუნდაც, მინიმალურ დონეზე „ოჯახური კაპიტალის „ დაარსება ახალი ოჯახების შექმნის წასახალისებლად ?
- გაიზარდა განქორწინებათა რაოდენობა – 2019 წელს 11. 205 ათასი ,2024 წელის: 13 .520 ათასი,
- გაიზარდა იმიგრანტთა რიცხოვნობა – 2019 წელს 96. 864 ათასი ადამიანი ,2024 წელის: 135 .811 ათასი ადამიანი ,
- გაიზარდა ემიგრანტთა რიცხოვნობა – 2019 წელს 105 107ათასი ადამიანი ,2024 წელის: 121 .425 ათასი ადამიანი ,
- უცხო ტომლთა ხარჯზე გაიზარდა სტუდენტთა რიცხოვნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 157.3 ათასიდან- 2025 წლის : 187.8 ათასამდე,
გადახედეთ , უნივერსიტეტების განსაკუთრებით სამედიცინო ფაკულტეტებს , რა ხდება იქ, ყოველი მეათეა მხლოდ საქართველოს მოქალაქე!
- შემცირდა ექიმების რაოდენობა 2019 წლის 32 ათასიდან, 2024 წლის 24 ათასამდე,
- შემცირდა საექთნო პერსონალის რაოდენობა 2020 წლის 22 ათასიდან, 2024 წლის 21 ათასამდე,
- შემცირდა დოქტორანტთა რაოდენობა 2020 წლის- 4. 010 დოქტორანტიდან- 2024 წლის 3 . 023 დოქტორანტამდე,
- შემცირდა ერთწლიანი კულტურების ნათესის ფართობი 2020 წლის 150 ათას ჰა-დან 2025 წლის -129,7 ათას ჰამ-მდე,
- შემცირდა საშემოდგამო კულტურების ნათესი ფართების მოუცლობა 2021 წლის 64,2 ჰა-დან, 2025 წლის 58,7 ათას ჰამ-დე,
- შემცირდა ციტრუსის წარმოება 2019 წლის 64 ათასი ჰა-დან , 2024 წლის 55, 2 ათას ჰა-მდე,
- შემცირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტვის რაოდენობა 2020 წლის 925,8 ათასიდან-დან , 2025 წლის 811,5 ათასამდე, ღორი 165, 7 ათასიდან- 138,4 ათასამდე, ცხვარი და თხა 946,5 ათასიდან- 740,4 ათას სულამდე,
- გაიზარდა სამომხმარებლო ფასების ინდექსი – 2020 წლის 141,8 დან- 2025 წლის 185,2 -მდე,
- შემცირდა საავადმყოფო საწოლების რაოდენობა – 2020 წლის 19 ათასიდან- 2024 წლის 15 ათასამდე,
- გაიზარდა მოსახლეობის ავადობა ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მიხედვით 2020 წლის 14,9 ათასიდან- 21,8 ათასადმე,
- გაიზარდა ნერვული სისტემის რაოდენობები 2020 წლის 31, 5 -დან 2024 წლის 42, 3 -მდე,
- გაიზარდა კიბოს ახალი შემთხვევების გამოვლენის რაოდენობა 2020 წლის 10.583 შემთხვევიდან, 2024 წლის 13.043 შემთხვევამდე…
არაფერს ვამბობ, რომ იზრდება სახელმწიფო აპარატი, თითოეულ მინისტრს მინიმუმ 6 მოადგილე ყავს, თავის მრჩეველით, ყავის მომდუღებლით, ათეულობით უაზრო სსიპ-ით , სადაც სოციალური უსამართლობის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა ხელმძღვანელს და რიგით თანამშრომელს შორის თანამდებობრივი სარგოს სხვაობა- მიმუმიმ 5-ჯერ!
- ნაცლად, იმის, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება სახელმწიფოს მიერ პირობით დადგენილ ფინანსურ ზღვრულ ოდენობას განიხილებოდეს „სოციალურად დაუცველად.“,
- ასეთი კატეგორიაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, აგრეთვე მაგ: შეიქმნას „სახელმწიფო ბენზინგასამართი სადგურების ქსელი“, სახელმწიფოს მიერ დადგენილი დადგენილი ზღვრული საწვავის ფასებით ,
- შეიქმნას პურის სახელმწიფო წარმოება ( ქარხნები) და მცირე რეალიზაციის პუნქტები, სადაც მომხმარებელისთვის პროდუქციის მიწოდება მოხდება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებში,
- შეიქმნას სახელმწიფო სააფთიაქო ქსელი, პირველადი, აუცილებელი დანიშნულების მედიკამენტებზე ფიქსირებული სახელმწიფო ფასებით და არ ქონდეს ვინმეს ფასებით მანიპულირება და სახელმწიფოს შანტაჟი,
- დამკვიდრებული ევროპული სტანდარტების შესაბამისად მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი პენსია გარდაცვალებამდე დაერიცხოს მის ცოცხალად დარჩენილ მეორე ნახევარს. ( დაგროვებით პენიის გართ მოქალაქეთათვის, არც თუ ისე შეუძლებელია ამის გაკეთება)
- სახელმწიფო აღმასრულებელ სტრუქტურებში, სამინისტროებში კანონით განისაზღვროს 2 მოადგილის ყოლის უფლება, კანონით „სახელმწიფო პრივილეგიების შესახებ“ განისაზღვროს სამსახურეობრივი ავტომანქანის, სახელმწიფო დაცვის, პრემიის, მივლინების ხარჯების გაცემის უფლება,
- ქვეყანაში, სადაც ერთი კვირა რომ მეზობელი ქვეყნიდან გარკვეული პროდუქტი არ შემოვიდეს, იმ დღესვე აიწევს პროდუქციის ფასები. ამის სარეგულაციოდ შეიქმანას „სტრატეგიული მარაგების უწყების“ (დეპარტამენტი). მის მაგივრად კი ინახავთ უაზრო „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს“
- ამერიკელების მიერ „დიქტატურის და სიტყვის შეზღუდვის“ შიშის გამო ( გეგონება ისე აკელბენ! ) ინფორმაციის ეპოქაში ქყევანას არ აქვს ინფორმაციის მოპოვების, გავრცელების, დამუშავების, რეგულაციის ერთიანი უწყება და კანონმდებლობა , თუნდაც სამინისტრო“ , ერთიანი წესების დასამკვიდრებლად. არ არსებობს „კოდექსი მედიის შესახებ“ და ამის შედეგია ის ბარდაგი, ყაყანი, რაც პრემიერ-მინისტრის თუ სხვა ოფიცალურ პირთა ყოველდღიურ ინტერვიუების დროს ხდება,
- არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა სადაც არ ფუნქციონირებდეს „ ერთიანი საგამოძიებო სისტემა ( ბიურო) “ და ჩვენს მსგავსად 9 სხვადასხვა უწყებებში იყოს გაბნეული სახელწმიფოს მიერ გამოძიების უფლებამოსილება,
- ჩვენს მსგავს მთიან რეგიონში არ არსებობს საგანგებო სიტუაციების სამინისტრო“ , არ არის გაერთიანებული გადაუდებელი დახმარების ყველა სამსახური (112, სამაშველო, სახანძრო, სასწრაფო სამედიცინო სამსახურები ) და ყველაზე უაზრო პრაქტიკაა ექვემდებარება შსს-ს!
- სახელმწიფო დანამატი, ანტიკონსტიტუციურია და ედუარდ შევარდნაძის შემოქმედება იყო რუსეთის ფედერაცის მსგავსად გუბერნატორის (სახელმწიფო რწმუნებულის) და მასთან ასოცირებული ყველა სხვა ინსტიტუტი ( სამხარეო პოლიცია, პროკურატურა)…
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
