შესანიშნავია, გააგრძლეთ ბრძოლა კორუფციასთან!
ფიქრობთ, რომ მხოლოდ საბანკო პლასტიკური ბარათების დამზადებელი ვინმე ჯუანშერია (გევურქოვი) კორპუმპირებული, რომელიც ისე დანიშნეს თავდაცის მინისტრად, რომ ჯარშიც არაა ნამყოფი? თქვენი არ ვიცი, მაგარამ მე ასე არ ვფიქრობ, რათქმა უნდა არა!
მისი ვექილი კი ამბობს „დიდი სპექტაკლია“ყველაფერი, მაგრამ სახელმწიფო მბრალდებლის მიერ წარდგენილის – მილიონიანი პალატების გასაბათილებლად არაფერი უთქვამს.
საინტერესოა, იქნებ, სპექტაკლის რეჟისორის ვინაობა, მისი ხედვა, ჩანაფიქრი,მიზანი , ძირითადი მსახიობები გაგვაცნოს ღრმად პატივცემულმა ვექილმა ?
თავის მოტყუება და ძალიან დიდი მიამიტობა იქნება „ არჩევნებია, ეხლა ამის დროა“-ს პრინციპით მოქმედება. დიახ, ამ თვალების დახუჭვამ და პაჭუნმა ჩაძირა ქვეყანა კორუფიიცს და მექრთამეობის ჭაობში.
საქართველო არც იტალიაა, არც პორტუგალია, ჩეხეთი, ლიტუვა, ლატვია, ხორვატია, პოლონეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, მალტა, სლოვენია, თურქეთი, სლოვაკეთი, ალბანეთი, უნგრეთი, რუმინეთი, კვიპროსი, ბულგარეთი, რაც არ უნდა კორუფციის აღქმების მსოფლიო რეიტინგში ვასწროთ მათ.
საქართველოში სულ სხვა რეალობა და მდგომარეობაა. აქ სულ საარჩევნო ზიზღის დუღილის და ფრქვის პროცესია, მე-13 წელია სულ ცოტა მე-5 ჯერ ხელისუფლების აყირავების , დამოხობის და კონტრრევოლუციის მცდელობა.
სიტყვა „დამხობა“-ს წინ რომელ ზედსართავ სახელსაც არ დაურთავთ ვერ გააკეთილშობილებს მას. ის ყველა შემთხვევაში ძალადობრივია. თუ არ სჯერა, კითხოს , როგორც სალომე ბებო უწოდებს – რომელიმე ჭურნალისტ- ანალისტმა სსიპ − სახელმწიფო ენის დეპარტამენტს.
ჯერ, სუს-ის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის ფაქტით შეძლეს დაჯერება საზოგადოების, რომ თითქოს მხოლოდ მან „კალოშებით მოსულმა „ შეძლო უმოკლეს დროში ბიუჯეტიდან მოპარული ქონებით მილიონერი გამხდარიყო. წლები დაჭირდა გააზრებას, რომ გოგაშვილის ქონება ზღვაში წვეთი იყო და არის სხვა ჩინოვნათა ბიუჯეტიდან მონაპარისგან.
იმიტომ, რომ ნოდარ დუმბაძის არ იყოს, ამათ, სახელმწიფო ბიუჯეტი მართლა მეწველი ძროხა ჰგონიათ და როგორც იგრძნობენ მიშვებულად თავს – წველავენ და წველავენ… არც დუმბაძისდროინდელი შრომა-გასწორების სისტემაა, რეალურად პატიოსანი ჩინოვნიკები და სხეულის სხვა ორგანოს გაწელვა როდის მოუწევთ (ვირის აბანოში) არც ფიქრობენ, ისე აქვთ რწმენა გამჯდარი -მარადიულობის, ხელშეუხებლობის, უცვლელობის, რომ ზედემტად თავს არ იწუხებენ ბოროტი ფიქრებისგან.
სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმისგან განსხვავებით, თუ გაუმართლა და ციხიდან – ნახევრად ცოცხალს უშვებდნენ, დღეს ღადობენ , იცინიან სასამართლო პროცესებზე, ჩაკურატებულ-ჩასუქებული გამოდიან საყრობილიდან და დამცინავად აცხადებენ – „ ამით გაგვტეხთ? არაფერია საშიში, თქვენ გაგიშვებთ მალე ციხეში“-ო !
ესეც „ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის ზედმეტი ჰუმანურობის და დემოკრატულობის შედეგი!
ციხის კი არ უნდა გეშინოდეთ უსამშობლო აკაცუკებო (ეს დრო გავიარეთ და არასდროს დაბრუნდება) , არამედ კანონის და მისი უზენაესობის,რომელიც დღეს მოიკოჭლებს.
ყველა ქვეყანაში არსებობს დაწესებულება , რომელსაც „ საგამოძიებო იზოლატორი „ ჰქვია და სადაც განსხვავებული ყოფნის წესები მოქმედებს. გამოძიების 9 თიანი ვადის განმავლობაში ბრალდებულები , რომლებზეც ჯერ კიდევ ვრცელდება უდანაშაულობის პრეზუმპცია განთავსებულები არიან განცალკევებით სხვა სასჯელდადებულთაგან. გამოძიების ეფექტურად წამართვის , ხელის შეშლის აღკვეთის მიზნით მათთვის აკრძალულია: ამანათი, პრესა, ტელევზია, არსებობს მხოლოდ გამოძიების პრიცესის მონაწილე პირებთან შეხვედრა, აქვთ ერთნაირი სახელმწიფო ტანსაცმელი, სახელმწიფო აძლებს საკვებს…
საქართველოში კი რეალურად კურორტია: ყოველდღიური ამანათები, საპყრობილის მაღაზია გოჭის ხორცით, სისტემის მმართთველობით რგოლებში შემთხვევით მოხვედრილი პირები … ამიტომაც, დააბრალეთ ყოველივეს აკაცუკების ცინიზმი!
დავუბრუნდეთ ძირითად საკითხს: თუ, სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს, სადაც 121 ადამიანი მუშაობს 13,2 მილიონიანი დაფინანსებით ვერ ძალუძს კორუფციის აღკვეთა , ამიტომ,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა შეისწავლოს ყველა მინისტრის, პარლამენტარის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა, ვინც სააკაშვილის ფაშიტური რეჟიმის და განსაკუთრებით 2012 წლიდან -დღემდე იმყოფებოდა და არის თანამდებობაზე.
საქართველო აშშ ხომ არაა, ერთი ქალაქი თბილისია, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს, სადაც ყველამ ყველაფერი კარგად იცის – ვის , რომელ ნაც თუ ქოც ჩინოვნიკს ეკუთვის ესა თუ ის მსხვილი ბიზნესი. სხვა თემაა და ვინ რომელი მინისტრის ცოლი თუ სიმამრია მაღალანაზღაურებად სახელმწიფო თანამდებობაზე..
აუცილებლად და სასწრაფოდ რეალურად უნდა ამოქმედდეს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლი სახელმწიფო მოხელეებისათვის იმ ქონების ჩამორთმევის შესახებ, რომლის დასაბუთებასაც ვერ შეძლებდნენ!
რაც გინდა დაარქვათ „სამართლის აღდენა“, „დევნა“, „გაკულაკება“, „ჩაპარსვა“ თუ … ბოროტი ენა კიდევ ათასგვარ სისულელეს იტყვის, ფაქტია, უსამართლობამ დაღუპა ყველა იმპერია დედამიწაზე. სამართალი თუ არ აღსდგა , 3 მილიონიანი ერს არსებობის დიდი დრო არ გვიწერია. ქართველი ადამიანისთვის სამართალს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. ქართულ ენაში უამრავი მაგალითია ამის.
მხოლოდ ჩვენი რწმენის დასახელება კმარა „მართალის“- მადიდებელი. ასევე: მო-სამართალ- ლე, სამართალ-დამცავი, სამართალ-მცოდნეობა, სამართალ-დარღვევა…შეადრეთ სხვა ენებს არა სამართალი-ო, არამედ გერმანულად – Strafverfolgungsbehörden (სასამართლო დევნის ორგანოები),ფრანგულად – forces de l’ordre („წესრიგის ძალები“),იტალიურად – forze dell’ordine („წესრიგის ძალები“, თურქულად – hukuk uygulayıcıları (უსაფრთხოების ძალები“)., ესპანურად – fuerzas del orden („წესრიგის ძალები“), ასევე autoridades judiciales…
თუ, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით გარანტირებულ პირობების შესრულებას ვერ შევძლებთ, სადაც საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა დასოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე და გვპირდება სხვადასხვა სიკეთეს, აღვადგინოთ სამართალი და სამართლის გრძნობა საზოგადოებაში.
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია
