Delusional Disorder: ხალხის თვალში ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ!
მე ქართველი ხალხის თვალში ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა NPR-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, თუ როდის მოხდა „ქართული ოცნების“ მიერ კურსის ანტიდემოკრატიული ცვლილება, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „ეს სხვადასხვა ეტაპით ხასიათდება“.
- „ყოველთვის ისმის კითხვა: არის ეს ის, რაც ადრე ვერ შევამჩნიეთ და შეგვეძლო თუ არა, რომ თავიდანვე შეგვეჩერებინა? მე ვიტყოდი, რომ რეალური ცვლილება 2022 წელს მოხდა.
- ეს მოხდა უკრაინის ომით და რუსეთის მხარდაჭერით.
- ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და სანქციებს მხარი არ დაუჭირეს.
- ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბატონი ივანიშვილის მკაცრი გამოსვლებით, როდესაც დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მეშვეობით რუსეთის წინააღმდეგ ომის წამოწყებაში ადანაშაულებდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, „ხალხის თვალში ლეგიტიმური პრეზიდენტია“.
- „ამის ორი მნიშვნელოვანი მიზეზია. პირველი ის, რომ მე ხალხს წარმოვადგენ და მათ ნებას, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არსებული პროდასავლური გზა გააგრძელონ.
- მეორე, მე წარმოვადგენ ქართველი ხალხის კიდევ ერთ სურვილს, რაც გულისხმობს ოპოზიციის გაერთიანებას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისათვის, ბოდვითი აშლილობა (Delusional Disorder) არის ფსიქოზური სპექტრის ჯგუფის დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომია ბოდვა — მტკიცედ დამყარებული მცდარი რწმენა, რომელიც არ შეესაბამება რეალობას და ვერ აიხსნება ადამიანის კულტურულ ფონსა და გამოცდილებით.
მისი ძირითადი სიმპტომებია ბოდვები (მუდმივი, სისტემატიზებული, რეალობასთან შეუსაბამო რწმენები), მაგალითად: ეროტომანული ბოდვა (ვიღაც ცნობილი ან მაღალი სტატუსის პირი „ჩემზეა შეყვარებული“), დევნის ბოდვა , ეჭვიანობის ბოდვა (პარტნიორი ღალატობს უტყუარად „მტკიცებულებების“ გარეშე), გრანდიოზული ბოდვა (განსაკუთრებული ძალა, უნარი, მისია), სომატური ბოდვა (არარსებული დაავადების ან სხეულის დეფორმაციის რწმენა).
ბოდვები, როგორც წესი გრძელდება ≥ 1 თვე, მაგრამ ამ შემთხვევაში უნიკალურ შემთხვევათან გვაქვს საქმე.
შესაძლო თანმხლები სიმპტომებია: გაღიზიანებულობა, მტრობის განცდა, შფოთვა და აგრესიული რეაქციები ბოდვითი იდეების გამო.
