ტრამპი: შეეგუეთ ტერიტორიების დაკარგვას!
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამს ვლადიმერ ზელენსკის და ევროპული ქვეყნების მიმართ და მიაჩნია, რომ მათი წინადადებები უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ შეუსრულებელია, წერს ჟურნალი „Atlantic“ ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
- „ტრამპი უკმაყოფილოა ზელენსკით და ევროპით და მიაჩნია, რომ მათი მოთხოვნები არარეალურია და რომ მათ უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, რომ უკრაინას კონფლიქტის დასასრულებლად ტერიტორიის ნაწილის დაკარგვა მოუწევს“, – წერს გამოცემა.
გამოცემა ამტკიცებს, რომ ტრამპს ეშინია, რომ უკრაინის მიმართ მისმა პოლიტიკამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ამერიკაში მის მხარდაჭერთა რიცხვზე. გამოცემის თქმით, ტრამპის პოზიცია ასეთია: „ტრამპს უბრალოდ კონფლიქტის დასრულება სურს, ოღონდ არ აინტერესებს როგორ“.
