რუბიო: USAID დახურვის რეჟიმშია. ის დიდი ხნის წინ გადავიდა გზიდან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ USAID-ი ოფიციალურად დახურვის რეჟიმშია, მისი დახურვით კი გადასახადის გადამხდელების ათობით მილიარდი დოლარი დაზოგეს . ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
- „პრეზიდენტთან ვიხუმრე, რომ ოთხი სამსახური მაქვს. მან მითხრა, ერთი ჩემი მეგობრის, რას ვოუთისთვის გადამეცა. ასეც მოვიქეცი.
- იანვრიდან ჩვენ გადასახადის გადამხდელების ათობით მილიარდი დოლარი დავზოგეთ.
- ძირითადი პროგრამების მცირე რაოდენობით სახელმწიფო დეპარტამენტში გადასვლით, USAID-ი ოფიციალურად დახურვის რეჟიმშია. რასი ახლა ხელმძღვანელობს სააგენტოს დახურვას, რომელიც დიდი ხნის წინ გადავიდა გზიდან. გილოცავთ, რას“, – წერს რუბიო.
