36 წუთი გალიიდან ანუ როგორ გახდა სასამართლო სცენა წინასაარჩევნო რალის ადგილად
გენეტიკურად გამოკვლევებულმა მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა მიხაილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესიდან 36 წუთიანი წინასაარჩევნო მგზნებარე სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
სასამართლო პროცესი იყო თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნახირთან შეხვედრა ნაკლებად გაარჩევდი. სააკოვის „რეჩმა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა უძველესი ქართული სიბრძნე:ძაღლის კუდი არ გასწორდება და არც სააკაშვილის აქოთებული სული.
თუ ძაღლის კუდი მაინც ცდილობს გასწორებას, სააკაშვილის სული უკვე იმდენად აქოთებულია, რომ კუდადაც კი აღარ ითვლება , უბრალოდ მუდმივად მოძრავი ანტენაა, რომელიც ყველა სიხშირეზე ერთდროულად გადასცემს: „ ყველაფერში მართალი ვარ, მე კვლავ პრეზიდენტი ვიქნები!“
მოკლედ, პირადპირ მასზეა ნათქვამი ანდაზა:„ბერდება და @@@ აო… ნუ, ამჯერად უკვე ჩმორიც ბერდება.
სიტყვების განმარტება (რადგან ახალი თაობა შეიძლება არ იცოდეს)
- ჩმორი – ადამიანი, რომელიც 36 წუთში ახერხებს თავის გათეთრებას, მტრების გაშავებას, თვითმფრინავის მართვას, ქვეყნის გადარჩენას და ამ ყველაფერს გალიიდან.
- ჩათლახი – ისეთი გეგმა, რომელიც მხოლოდ მაშინ ჟღერს სერიოზულად, როცა მოსაუბრე თავად არის ჩათლახი.
სააკაშვილმა კვლავ აიღო ოქროს მედალი ყველაფრისგან გათეთრებაში:
- 2007 წლის აქცია? — არა, ეს იყო ფსბ-ს, უსოიანის და ტარო ონიანის საოპერო სპექტაკლი.
- 2012 წლის კადრები? — დადგმულიაო და თურმე ეს თქვა იმ ადამიანმა -ელიზბარაშვილმა, ვისაც საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონია! კადრები დადგმულია, აღიარება დადგმულია, ყველაფერი დადგმულია… გარდა იმისა, რომ ის მსოფლიოს N1 რეფორმატორი და დემოკრატიის შუქურა იყო.
შუქურა, რომელიც იმდენად კაშკაშებს, რომ საკუთარ თავსაც კი ვერ ხედავს.
წინასაარჩევნო პროგრამა გალიიდან (შემოკლებული ვერსია):
- დასაწყისშივე გალანძღა პრემიერი კობახიძე,
- შემდეგ ამხილა თავისივე პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი მილიონების კეთებაში (თურმე მაშინაც იცოდა, უბრალოდ დაელოდა 15 წელს, რომ გალიიდან ეთქვა),
- გაშიფრა „საქართველოს ჩაბარების ჩათლახური გეგმა“,
- და ბოლოს წარადგინა საკუთარი , საქართველოს „განსაჩმორებელი“ გეგმა. თქვა, რომ ივანიშვილს სურს საქართველოს ზანზიბარად გადაქცევა. ზანზიბარში მაინც ზღვაა და პალმები, ჩვენთან კი ჯერ მხოლოდ ჩმორები-ო.
ქოცებს ჰკითხა: „თქვენი უკანალი უფრო დაცული იყო ჩემს დროს თუ ახლა?“ კითხვა, რომელიც უახლეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე პირდაპირი პოლიტიკური გამოკითხვა და, რა თქმა უნდა, შეახსენა ყველას, რომ გენეტიკურად ქართველია!
გამოსვლას განსაკუთრებული გამოცხადებების გარეშე არ ჩაუვლია, ტქვა , რომ:
- ივანიშვილი ტერორისტია, რომელმაც თვითმფრინავი გაიტაცა,
- მისი (სააკაშვილის) მიზანია ამ თვითმფრინავის გადარჩენა და რადგან თვითმფრინავის მართვაც იცის ორმაგად კვალიფიცირებულია,
- საბჭოთა მანქანები ზამთარში არ იქოქება (ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა ყოფილიყო 36-წუთიან სიტყვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი დარჩებოდა ბნელი და უცოდინარი
- რუსეთმა ყველგან წააგო,
- კობახიძემ ერეკლეობაზე „ჩათლახური კაპიტულაციის გეგმა“ გვითხრა.
- სევა მაღილევიჩმა ( კანონიერი ქურდი ყოფილა) იხსნა აჭარა.
- რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტი – ივანოვი ითხოვდა ჩაიას გათავისუფლებას. იცის, რომ ივანოვი არც იკადრებდა მასთან პაექრობას, მაგრამ საიქიოდან ვერ გამოეპასუხება,
- 2007 წლის აქციები ფსბ-მ დაგეგმა-ო და ახალმა პროკურატურამ აუცილებლად უნდა გაარკვიოს, რატომ არ გაარკვიეთ თქვენ.
ეპიკური ფინალი: „მე მზად ვარ სრულიად ახალი, ახალგაზრდული გუნდით ეს ქვეყანა უსწრაფესად წამოვაყენო ფეხზე-ო და თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით ვაქციო კავკასიის შვეიცარიად და ახალ სინგაპურად-ო.
თქვენ ხომ იცით, რომ პირადი გამორჩენა საერთოდ არ მაინტერესებს…“ თითქოს დედიმის გიულას არ ეკუთვნოდეს საქართველოს ბანკის წილები- ამ სიტყვებით დაასრულა თავისი საპრეზიდენტო გამოსვლა გალიაში მიხეილ ჯიშგამოკვლევებულმა: პირადი გამორჩენა არ აინტერესებს-ო!
უბრალოდ აინტერესებს ქვეყნის შვეიცარიად და სინგაპურად გადაქცევა და რა ქნას? … თავისი ახალგაზრდული გუნდით… რომ გამოვა -მერე!
თუ ოდესმე ვინმეს ეგონა, რომ გალია ადამიანს ამშვიდებს – შეცდა, სააკაშვილმა ჭკუა ისწავლა, მოინანია, არა – გალია სააკაშვილს მხოლოდ უფრო ჩმორს ხდის და უფრო უკიდეგანოს, რეაქტიულს.
