პუტინის გზავნილი ქართველ ქორვაჭრებს – ორ სკამზე ჯდომის დრო დასრულდა!
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქართველ გაქსუებულ ქორვაჭრებს ( ე.წ. ბიზნესმენებს) მიანიშნა , რომ ორ სკამზე ჯდომა შეუძლებელია.
ლანძღო, აგინო რუსეთი, აფინანსო რუსეთში ნაშოვნი ფულით საქართველოში რუსეთის ფედერაციის, მისი პრეზიდენტის წინაამღმდეგ მართული აქციები- მიუღებელია.
„როსპოტრებნადზორმა“ რუსეთში ალკოჰოლური სასმელებისა და რიგი ქართველი მწარმოებლების სასმელების იმპორტი და გაყიდვა აკრძალა.
ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე დადგინდა დროებითი სანიტარული ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს იმ პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერებას, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დამტკიცებულ ორგანოლეპტიკურ, ფიზიკურ-ქიმიურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს.
РБК-მ მოთხოვნა გაუგზავნა როსპოტრებნადზორის პრესსამსახურს, აკორტს, ასევე საცალო ვაჭრობის კომპანიებს X5, Magnit , Lenta, Spar, Auchan და Metro.
აკრძალვა შეეხება შემდეგ კომპანიებს:
„თელიანი ველი“;
„თბილღვინო“;
„ძმები ასკანელები“;
„ვაინმენი“;
„ქართული ლუდის კომპანია“;
„კოკა-კოლა“;
„ნაბეღლავი“.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, 2024 წელს რუსეთში საქართველოდან გავიდა:
- ღვინო: 182,6 მილიონი დოლარის ღირებულების;
- სხვა ალკოჰოლური სასმელები: 154,8 მილიონი დოლარის;
- მინერალური წყალი: 76,92 მილიონი დოლარის;
- შაქრის შემცველი გაზიანი სასმელები: 61,66 მილიონი დოლარის.
2025 წელს რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი დაახლოებით 170,6 მილიონი დოლარი იყო, ხოლო მინერალური წყლისა – 71 მილიონი დოლარი.
სხვა ალკოჰოლური სასმელები – 2025 წელს $157.9 მლნ
რუსეთში ექსპორტის ღირებულება წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2.1%-ით გაიზარდა.
