4 ოქტომბერი 2026

სამწუხაროა, მაგრამ მცხეთის რაიონი კვლავ დიმიტრი  ხუნდაძის სახანოდ რჩება!

„თბილისი 24“-ის წყაროს ცნობით, მცხეთის პოლიტიკურ კულუარებში წლების განმავლობაში არსებობდა მოსაზრება, რომ მცხეთის მერის მოვალეობის შემსრულებელ ვინმე – გივი გიუტაშვილის ხანგრძლივი კარიერის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური საყრდენი დიმიტრი ხუნდაძესთან მისი სიახლოვე იყო.

ეს განცხადება, ცხადია, თავისთავად მტკიცებულება არ არის. მაგრამ, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი 2012 წლიდან სხვადასხვა ფორმით კვლავ რჩება მცხეთის ხელისუფლების ცენტრში, კითხვა უკვე მხოლოდ პოლიტიკურ ჭორს აღარ ეხება.

  • ვინ მფარველობს  გივი  გიუტაშვილს?
  • რა  ვალი და დამსახურება აქვს ასეთი  ქვეყნის წინაშე დიმიტრი ხუნდაძეს, რომ 2012 წლიდან აზის მცხეთის რაიონს ფაშად?

საკუთარ გათავისუფლებამდე, მცხეთის მერის გოგი აბუაშვილის მიერ  დილით გათავისუფლებული მოადგილე – მცხეთის ნავთობის  საქაჩის ყოფილი  მუშა გივი გიუტაშვილი –საღამოს რაღაც მანაქანებით  სამსახურში  აღდგენილი აღმოჩნდა.

ალბათ, მერის მდივანმა ნათელამ  პირველ სართულზე, ქალბატონ ჟუჟუნასთან -კანცელარიაში ვერ მოასწრო მერის განცხადების ჩატანა,რადაგან ორ სააათში თავად მოუწია განცხადების დაწერა!

  • „ მოგესალმებით, მინდა გამოვეხმაურო მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს და ასევე, მინდა გავიზიარო მცხეთა-მთიანეთის დელეგატის, ბატონი დიმიტრი ხუნდაძის შეშფოთება აღნიშნულ საკითხზე.
  • განსაკუთრებით საყურადღებოა ინფრასტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, ასევე, მათი შესრულებისთვის დადგენილი ვადების დარღვევა.
  • ეს ყოველივე უარყოფითად აისახა როგორც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებაზე, ასევე მოსახლეობაზე.
  • სრულად ვიაზრებ აღებულ ვალდებულებას მოსახლეობის წინაშე და არსებული მდგომარეობის ფონზე, როდესაც დაგეგმილი პროექტები დროულად ვერ ხორციელდება, აუცილებლად უნდა დადგეს მმართველობითი პასუხისმგებლობა.
  • გამომდინარე იქიდან, რომ შენიშვნების ძირითადი ნაწილი ეხებოდა მუნიციპალიტეტში შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, პასუხისმგებლობა დაეკისრა ინფრასტრუქტურის მიმართულების კურატორ მერის პირველ მოადგილეს.
  • განხილულ იქნა ამ მიმართულებით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების საკითხი და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
  • ამასთან, ეს პროცესი მხოლოდ ერთი პირის პასუხისმგებლობით არ შემოიფარგლება, ეტაპობრივად მოხდება ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტის ზედამხედველობა და შესწავლა. მკაფიოდ განისაზღვრება თითოეული პასუხისმგებელი პირის ფუნქცია-მოვალეობა, რაც მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელი პროექტების სრულყოფილად და ხარისხიანად შესრულების გარანტი იქნება.
  • თუკი შესწავლის შედეგად გამოვლინდება სხვა პასუხისმგებელი პირების მხრიდან გულგრილობა ან მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება, მათ მიმართაც გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
  • ჩვენი გუნდის მიზანია მოსახლეობაზე ზრუნვა, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი გადადგმული თითოეული ნაბიჯი“ –      მიმდინარე წლის 21 სექტემბრის 11 საათზე წერდა  მცხეთის  ჯერ კიდევ მოქმედი მერი გოგია აბუაშვილი ფეიბსუქის საკუთარ  გევრდზე.

ჭირი იქა, ლხინი აქა და  ბუად გამოცხადებული აბუაშვილს თავად მოუწია  სკამის დატოვება, ბურთი და მოედანი კი „გივი ჩვენ ვართ“-ს დარჩა.

და მაინც,  ვინ მფარველობს სამი მერის უცვლელ პირველ მოადგილეს  გივი გიუტაშვილს?

რომ კითხოთ  ნებისმიერ  მცხეთელს, გეტყვით რომ  ყელში ამოუვიდა მთელს  რაიონს დიმიტრი  ხუნდაძის  თავნებობა და სეთურობა, მის გარეშე დამალეგებლიც არ ინიშნება მერიას თუ სოკოებივით მომრავლებულ სსიპ-ებში, მაგრამ  საქმე საქმეზე რომ მიდგება, პირში ყველა წყალს იგუბებს.

2017 წლიდან გიუტაშვილის  ერთი შეფი – გიორგი კაპანაძე დაიჭირეს,მეორემ-  ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა,  გიუტაშვილი სუფთა, ანკარაა… დაჭერა კი არადა მოადგილე, თავად   მერია ! 

„ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში მოსვილსას შემდეგ , 2012–2014 წლებში, ჩევნი ინფორმაციით გივი გიუტაშვილი  მცხეთის რაიონის,  ერთდროს უცნობი ყელ-ყურს ექიმის დიმიტრი  ხუნდაძის რეკომენდაციით  მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გახდა.

 2014-2015 წლებში  ცოტა ხნით  მოუწია  გივის შპს მედინვესტი-ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში ტექნიკური და შესყიდვების მენეჯერად მოღვაწეობა,  2016 წლიდან საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის შტაბის უფროსი გახდა  და მას შემდეგ 2017 წლიდან დღემდე – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თავკაცია.

სხვათაშორის, მცხეთის  სუს-ს, (რომელსაც არასდროს არაფერი ეხება, ) თუ ბატონი დიმიტრის  არ ერიდება, მინდა ვკითხო:  ხომ არ დაინტერესებოდა გივის 2007-2012 წწ – შპს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მცხეთის სერვის ცენტრის დირექტორად   მოღვაწეობით, რომელიც ჩვენი აზრით   განსაკუთრებულ გამოძიებას საჭიროებს.

როგორ გადაიქცა 2012 წელს მცხეთის გამგებლად მოსული ჩინოვნიკის მრავალწლიანი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კარიერა ადგილობრივი ხელისუფლების მუდმივ ნაწილად  და რა კითხვებს აჩენს მისი ოჯახის ქონება და დეკლარაციები?

2013 წლის აპრილში მედიამ გაავრცელა მასალა წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლის მძიმე მდგომარეობის შესახებ. სტატიის მიხედვით, ტერიტორია მოუვლელი იყო, ჩამონგრეული იყო კიბეები და ადგილზე ნარჩენებიც იყრებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე გივი გიუტაშვილმა, როგორც მცხეთის გამგებელმა, განაცხადა, რომ ძეგლის რეაბილიტაცია აუცილებლად მოხდებოდა, თუმცა სამუშაოების დაწყების კონკრეტული ვადა ვერ დაასახელა. აქ ჟურნალისტური გამოძიების ლოგიკური კითხვა ჩნდება:რა გაკეთდა ამ განცხადების შემდეგ?

  • თუ რეაბილიტაცია განხორციელდა – რა დაჯდა იგი და ვინ შეასრულა სამუშაოები?
  • თუ არ განხორციელდა – რატომ?

ეს უკვე შესამოწმებელია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, შესყიდვების და შესაბამისი ხელშეკრულებების მიხედვით. ყველაზე სერიოზული საკითხი – ქონებრივი დეკლარაციაა.

გიუტაშვილის მიმართ ყველაზე კონკრეტული საჯარო კრიტიკა 2019 წლის ქონებრივ დეკლარაციას უკავშირდება.

Transparency International – Georgia-ს კვლევაში წერია, რომ გივი გიუტაშვილის მიერ 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ იყო მითითებული, რომ მის შვილს, სანდრო გიუტაშვილს, შპს „SAGI“-ის 50%-იანი წილი ჰქონდა. ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა.

დადასტურებული ფაქტი ამ ეტაპზე არის ის, რომ TI Georgia-მ დეკლარაციის არასრულად შევსების ფაქტად მიუთითა შვილის მიერ კომპანიის 50%-იანი წილის ფლობის შესახებ ინფორმაციის არმითითება.

სწორედ აქ ჩნდება შემდეგი კითხვები:რატომ არ იყო ეს ინფორმაცია დეკლარაციაში? როდის გახდა სანდრო გიუტაშვილი „SAGI“-ის 50%-იანი წილის მფლობელი? როდის და როგორ შეიძინა ეს წილი? რა საქმიანობას ეწეოდა კომპანია? ჰქონდა თუ არა კომპანიას ურთიერთობა სახელმწიფოსთან ან მუნიციპალიტეტებთან? ჰქონდა თუ არა გიუტაშვილს რაიმე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, რომელიც ამ კომპანიის ინტერესებს შეეხებოდა?

ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ კომპანიის ამონაწერის, წილის გადაფორმების დოკუმენტებისა და შესაბამისი წლების დეკლარაციების ერთმანეთთან შედარებით შეიძლება გაიცეს.

რატომ არის ეს განსაკუთრებით საინტერესო?იმიტომ, რომ საქმე მხოლოდ ერთ დეკლარაციას არ ეხება. გიუტაშვილი  2017 წლიდან მცხეთის მერის პირველი მოადგილეა. მერიის ოფიციალური მასალები მას ამ თანამდებობაზე პირდაპირ ასახელებს.

2026 წლის სექტემბერში კი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე იგი უკვე მერის მოვალეობის შემსრულებლად არის მოხსენიებული. ანუ ადამიანი, რომლის დეკლარაციასთან დაკავშირებით 2019 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ კონკრეტული კითხვა დასვა, შემდგომ წლებშიც აგრძელებს მაღალი რანგის საჯარო სამსახურს. ამიტომ საკითხი არ ქრება, პირიქით – ის უფრო აქტუალური ხდება.

კიდევ ერთი მიმართულება – მცხეთის მიწები, რომელზეც მისი ბატონი დიმიტრი ხუნდაძე ოდესღაც მცხეთის ძველ ოლიგარქს ცეზარ ჩოჩელის დაჭერით ემუქრებოდა, თუმც მერე საჭვოდ გაიტრუნა.

რატომ არ შეიტანა დიმიტრი ხუნდაძემ ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის წინააღმდეგ საქმე პროკურატურაში, როცა საპარლამენტო არჩვენების წინ მას მცხეთის მუნიციპიალიტეტის მიწების უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებდა?

გიუტაშვილთან დაკავშირებული ქონებრივი საკითხების შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მცხეთის მიწებს.

ამ თემაზე სხვადასხვა მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა ჟურნალისტური მასალები, თუმცა კონკრეტული მიწის ნაკვეთების სამართლებრივი წარმომავლობის დასადგენად აუცილებელია საჯარო რეესტრის ამონაწერების, საკადასტრო ისტორიისა და გარიგებების პირველწყაროების შესწავლა.

ამიტომ ჟურნალისტური გამოძიების მთავარი კითხვებია:

  • რა მიწას ფლობდა გიუტაშვილი და მისი ოჯახის წევრები 2012 წელს?
  • რა დაემატა მათ საკუთრებას 2012–2014 წლებში?
  • რა დაემატა 2017 წლის შემდეგ?
  • რომელი ქონება შეიძინეს, რომელი მიიღეს ჩუქებით და რომელი სხვა გარიგებით?
  • იყო თუ არა რომელიმე გარიგებაში სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი?

ეს კითხვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მცხეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების საკითხებზე სხვა საქმეებიც გამხდარა სამართალდამცავი ორგანოების გამოძიების საგანი.

საქართველოს პროკურატურამ 2022 წელს განაცხადა, რომ მცხეთის რეგიონში სახელმწიფო მიწის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ორ პირს ბრალი წაუყენა.

გივი გიუტაშვილის წინააღმდეგ  დანაშაულის მტკიცება ამ მასალებით შეუძლებელია და ამის მტკიცება ჟურნალისტურადაც არასწორი იქნებოდა. მაგრამ არსებობს დოკუმენტურად დასმული კითხვები, რომელთა პასუხებიც საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს.

გიუტაშვილი 2012 წელს მცხეთის გამგებელი გახდა. შემდეგ კერძო სექტორში გადავიდა, 2016 წელს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, 2017 წლიდან კი კვლავ დაბრუნდა მცხეთის ხელისუფლებაში და მერის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 2026 წლის სექტემბერში ის უკვე მერის მოვალეობის შემსრულებელია.

ამ ხანგრძლივი კარიერის ფონზე  ერთი არასრულად შევსებული დეკლარაციის საკითხი, ოჯახის ბიზნესწილები და ქონების ცვლილებების ქრონოლოგია აღარ არის მხოლოდ ერთი დოკუმენტის პრობლემა.

ეს არის საკითხი, რომელიც საჭიროებს 2012–2026 წლების სრული ქონებრივი და ფინანსური ქრონოლოგიის გამოქვეყნებას.

სწორედ იქ გამოჩნდება, არსებობს თუ არა უბრალოდ ადმინისტრაციული ხარვეზები – თუ უფრო მნიშვნელოვანი შეუსაბამობები, რომელთა ახსნა გიუტაშვილს საზოგადოებისთვის მოუწევს.

გვჯერა, რომ ყოველივეს წაიკითხავს და გულთან მიიტანს  ბატონი ბიძინა ივანიშილი და ბოლოს მოუღებს მცხეთაში მაჯლაჯუნების თარეშს.

„თბილისი 24“

გოჩა ნაჭყებია