თანამდებობა ადამიანს შეიძლება ძალაუფლებას აძლევდეს, მაგრამ ღირსებას ვერ აძლევს!
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო პოლიტიკური განცხადებების ფონზე ყოფილ პრემიერს მწვავედ აკრიტიკებს. ის მსჯავრდებულ ღარიბაშვილის გააქტიურებას „სასოწარკვეთილ მცდელობად“ აფასებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური პოზიციის შეცვლა პირადი ნდობისა და ერთგულების საკითხსაც უკავშირდება. მანველიძე ხაზს უსვამს ფაქტს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსების წასვლა ან პოზიციის შეცვლა ვერ შეცვლის იმ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც თავად გუნდი საქართველოს ინტერესებთან აკავშირებს.
როდესაც ღალატობ ადამიანს, რომელმაც გაგზარდა, გზა გაგიხსნა, უდიდესი ნდობა გამოგიცხადა, ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობამდე მიგიყვანა და, როგორც ოჯახის წევრს, საკუთარ შვილებში არ გაგარჩევდა ეს უკვე პოლიტიკური პოზიციის შეცვლა აღარ არის.ეს უმადურობის ყველაზე მძიმე ფორმაა– წერს მანველიძე.
- ” პოლიტიკაში დგება მომენტი, როდესაც ნიღბები საბოლოოდ იხსნება და ყველას თავისი ნამდვილი სახე უჩანს. ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი გააქტიურება ჩემთვის არც შემთხვევითობაა და არც ერთი განაწყენებული ადამიანის ემოციური რეაქცია. ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა, როგორმე ახალი სიცოცხლე შთაბერონ პოლიტიკურად თვითლიკვიდაციის რეჟიმში გადასულ ოპოზიციას, რომელსაც ქართველმა ხალხმა არაერთხელ უთხრა უარი.
- როდესაც ძველი პოლიტიკური იარაღი აღარ მუშაობს, სცენაზე გამოჰყავთ ახალი „გმირი“ ამჯერად ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ იმ გუნდის სახელით სარგებლობდა ძალაუფლებით, რომელსაც დღეს ებრძვის. მაგრამ განსაკუთრებით მძიმე აქ პოლიტიკური კი არა, ადამიანური მხარეა.
ღალატი ყოველთვის მძიმეა!
- როდესაც ღალატობ ადამიანს, რომელმაც გაგზარდა, გზა გაგიხსნა, უდიდესი ნდობა გამოგიცხადა, ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობამდე მიგიყვანა და, როგორც ოჯახის წევრს, საკუთარ შვილებში არ გაგარჩევდა ეს უკვე პოლიტიკური პოზიციის შეცვლა აღარ არის.
- ეს უმადურობის ყველაზე მძიმე ფორმაა.
მით უმეტეს მაშინ, როდესაც დგახარ შენივე გადაწყვეტილებებისა და პასუხისმგებლობის შედეგების წინაშე.
დღეს წარსულის გადაწერა გვიანია. ვერც ხმაურიანი განცხადებები, ვერც შეურაცხყოფა, ვერც ბინძური კამპანია და ვერც ახალი პოლიტიკური როლის მორგება ვერ წაშლის იმას, ვინ სად იდგა, ვინ ვის გვერდით იყო და ვინ ვისი ნდობით სარგებლობდა წლების განმავლობაში.
თანამდებობა ადამიანს შეიძლება ძალაუფლებას აძლევდეს, მაგრამ ღირსებას ვერ აძლევს. ღირსება მაშინ ჩანს, როდესაც რთული დრო დგება და არჩევანი უნდა გააკეთო საკუთარ ინტერესსა და ერთგულებას შორის.
ჩვენ არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთეთ.
2011 წელს დაწყებული ბრძოლა არც ერთი ადამიანის თანამდებობისთვის არ დაწყებულა. ის დაიწყო საქართველოსთვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსებისთვის.
ამ გზაზე ბევრი მოვიდა და ბევრი წავიდა. ზოგმა ღირსეულად გაიარა თავისი გზა, ზოგმა კი საკუთარ წარსულსაც უღალატა.
– ვინც ღალატს აირჩევს – გუნდის გარეთ დარჩება.
– ვინც საქართველოს წინააღმდეგ სხვის თამაშს ითამაშებს – ქართველი ხალხის პასუხს მიიღებს.
– ვინც ჩვენი ერთიანობის დაშლას შეეცდება – კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ეს გუნდი სწორედ ბრძოლაში ხდება უფრო ძლიერი.
ჩვენი პასუხი ღალატზე – ერთიანობაა.
ჩვენი პასუხი ზეწოლაზე – სიმტკიცე.
ჩვენი პასუხი უცხო ინტერესებზე – საქართველოს ეროვნული ინტერესი.
ადამიანები მიდიან.
იდეა რჩება.
საქართველო კი ყველაფერზე მაღლა დგას!- წერს გიორგი მანველძე.
