რესპუბლიკური საავადმყოფო მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას
საქართველოში მედიცინა ნამდვილად სამაგალითო და საამაყოა, ხოლო ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი რესპუბლიკური საავადმყოფოს პროფესიონალი და თავდადებული მედპერსონალია.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის, კარდიოლოგიისა და ნევროლოგიის ერთიან გუნდს! ადამიანებს, რომელთა ცოდნამ, გამოცდილებამ, სწრაფმა გადაწყვეტილებებმა და უდიდესმა პასუხისმგებლობამ არაერთხელ გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე.
როდესაც ადამიანს ყველაზე მეტად უჭირს და სიცოცხლის თითოეული წუთი ფასდაუდებელია, სწორედ მაშინ იგრძნობა ნამდვილი პროფესიონალიზმის ძალა. ამ ადამიანებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ ჩემთვის, რომ ექიმობა მხოლოდ პროფესია კი არა, უდიდესი პასუხისმგებლობა, თავდადება და ადამიანისთვის სიცოცხლის დაბრუნების მისიაა.
მადლობა თითოეულ ექიმს, ექთანს, სანიტარს, სასწრაფო დახმარების თანამშრომელს და საავადმყოფოს თითოეულ თანამშრომელს, ვინც თავისი ცოდნით, შრომით, ყურადღებითა და ადამიანური სითბოთი პაციენტებს იმედს აძლევს.
ჩემთვის რესპუბლიკური საავადმყოფო მხოლოდ სამედიცინო დაწესებულება აღარ არის, ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე რთულ მომენტებში სიცოცხლის გადარჩენის იმედი არაერთხელ გამართლდა.
ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას რესპუბლიკური საავადმყოფოს შენარჩუნებისა და მისი განვითარების გადაწყვეტილებისთვის.
ამ საავადმყოფოს გადარჩენა და მისი მომავლის უზრუნველყოფა ჩემთვის, როგორც პაციენტისთვის, უდიდესი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებაა. აქ მუშაობენ უაღრესად ძლიერი, პროფესიონალი და თავდადებული ექიმები და მედიკოსები, რომლებიც ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძვიან და ნამდვილად იმსახურებენ თანამედროვე, ღირსეულ და მაღალტექნოლოგიურ სამუშაო გარემოს.
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს მთავრობას რესპუბლიკური საავადმყოფოს დაგეგმილი ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფისთვის. უძლიერესი მედპერსონალი ნამდვილად იმსახურებს ისეთ საავადმყოფოს, რომელიც მათი ცოდნის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესაბამისი იქნება.
ძლიერი მედპერსონალი იმსახურებს ძლიერ და ულტრათანამედროვე საავადმყოფოს.
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, აფასებს ექიმების შრომას და ცდილობს, მოქალაქეებს გაუჩინოს თანამედროვე და ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.
უდიდესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც რესპუბლიკური საავადმყოფოს მომავალზე ზრუნავს და ვინც ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში მონაწილეობს.
მადლობა პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისთვის, გულისხმიერებისთვის და იმ დიდი საქმისთვის, რომელსაც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები ყოველდღიურად აკეთებენ.
ღმერთმა ჯანმრთელობა, ძალა და მხნეობა არ მოგაკლოთ. გვიმრავლოს ქვეყანამ თქვენნაირი პროფესიონალი ექიმები და მედიკოსები ადამიანები, რომლებიც ცოდნასთან ერთად გულით ემსახურებიან პაციენტს და სიცოცხლის გადამრჩენელებად გვევლინებიან.
ღმერთმა დაგლოცოთ და მადლობა იმისთვის, რომ ხართ იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდებით!
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია
