რუბიო: დავიცავთ ამერიკელებს ამ ყალბი სასამართლოსგან
აშშ-მ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს და ორგანიზაციის ერთ-ერთი ადვოკატის, აბდულაიე სეიეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო ანტონიო რუბიომ.
- „ტრამპის ადმინისტრაცია სანქციებს უწესებს საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტ ტომოკო აკანეს და უფროს ადვოკატ აბდულაიე სეიეს,რომ დავიცვათ ამერიკელები ამ ყალბი სასამართლოსგან“, – წერს რუბიო X-ში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მხარი დაუჭირა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას და მადლობა გადაუხადა რუბიოს ამ კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის.
- „საერთაშორისო სასამართლო ყალბ სასამართლოდ იქცა, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას საერთაშორისო სამართლის საფარქვეშ მალავს და ამავდროულად, სამართლიანობის პრინციპებს ძირს უთხრის“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა რუბიოს გადაწყვეტილებაზე. ივლისის ბოლოს ტრამპმა ხუმრობით მიანიშნა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შესაძლოა მისით დაინტერესდეს.
- „არ არსებობს ინფორმაცია, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო ჩემს მიმართ დევნას ახორციელებს. თუმცა ეს შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.
