18 თებერვალი 2025

დასავლური მარაზმი: პოლონეთს სურვილი აქვს რუსული ნავთობი 30 $ -ად შეიძინოს

დასავლეთის ფანტაზიები მარაზმადე დადის. ევროკავშირი ცდილობს რუსეთს ნავთობის ფასზე ზღვარი დაუწესოს, ანუ ისინი გადაწყვეტენ ზღვარს, რა ფასადაც ისინი რუსულ ნავთობს  შეიძენენ.

Politico  ცნობით უფრო შორის მიდის პოლონეთი,რომელიც  მომხრეა რუსული ნავთობის ფასის ლიმიტი ბარელზე  30 დოლარად  შეაფასოს. ევროკავშირი, თავის მხრივ  G7-თან კოორდინაციით, განიხილავს ბარელზე რუსული ნავთობის  65-70 დოლარის ფასის ზღვარს. 

პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს შეთავაზება მოსკოვისთვის ზედმეტად მომგებიანი მიიჩნიეს. ენერგორესურსების ფასის ლიმიტის მისაღებად საჭიროა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

ქვეყნების უმეტესობა დათანხმდა ფასს, გარდა პოლონეთისა, რომელსაც სურდა ბარელზე 30 დოლარის გაცილებით დაბალი ზღვარი.
G7 ქვეყნების (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, აშშ, საფრანგეთი და იაპონია) ფინანსთა მინისტრებმა სექტემბერში დაადასტურეს თავიანთი განზრახვა დააწესონ ფასების შეზღუდვა რუსეთიდან მიწოდებაზე. ნავთობზე ლიმიტი 2023 წლის 5 დეკემბრიდან, ხოლო ნავთობპროდუქტებზე 2023 წლის 5 თებერვლიდან ამოქმედდება.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთი დასავლეთს არაფერს მიაწოდებს, თუ ეს მის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

თავის მხრივ, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ნავთობის ექსპორტს არ განახორციელებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ არც 60 დოლარად ბარელზე და არც სხვა ფასად.

მისი თქმით, ასეთი შეზღუდვები გულისხმობს ჩარევას საბაზრო ინსტრუმენტებში და რუსეთი იმუშავებს იმ მომხმარებლებთან, რომლებიც მზად არიან იმუშაონ ბაზრის პირობებში.