აშშ-ს საელჩო სსრკ-ს პოლიტიკას სახელოვნად აგრძელებს და უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში
აშშ-ის საელჩოს ახალი დირექტივა პირდაპრი ზეწოლად შეიძლება შეფასდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც სსრკ-ს სტილის ჩარევას მეტად უფრო ემსგავსება. აშშ-ს საელჩო კიდევ ერთხელ აშკარად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში. რადიო თავისუფლების კითხვაზე, რომელიც ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას ეხებოდა, საელჩომ განაცხადა, რომ „შეშფოთებულია“ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო.
საელჩოს განცხადებაში პირდაპირ წერია:
- „სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“. ამავე დროს, ისინი აცხადებენ, რომ „მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად“.
ეს არ არის უბრალოდ მოსაზრება. ეს არის პირდაპირი პოლიტიკური დირექტივა და ზეწოლა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ამერიკული დიპლომატია აშკარად უთითებს, თუ როგორ უნდა გარძელოს ქვეყანამ საკუთარი შიდა კანონმდებლობისა და ინსტიტუტების მართვა. ასეთი ტონი და შინაარსი ძალიან ჰგავს იმ პრაქტიკას, რომელსაც საბჭოთა კავშირი იყენებდა მოკავშირე და სატელიტურ სახელმწიფოებთან მიმართებით, როცა მოსკოვი „შეშფოთებას“ გამოხატავდა და „რჩევებს“ აძლევდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდაატარებინა ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი პოლიტიკა.
საელჩო ამავე განცხადებაში კიდევ უფრო შორს მიდის და პირდაპირ უკავშირებს საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას ამერიკულ ინვესტიციებს, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას. ანუ, თუ თბილისი არ გაითვალისწინებს ვაშინგტონის ხედვას სიტყვის თავისუფლებისა და ოპოზიციის როლის შესახებ, ამერიკული მხარდაჭერა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ეს კლასიკური ზეწოლის მექანიზმია.
საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც ნებისმიერი სხვა შიდა საკითხი, ქართული საზოგადოებისა და ხელისუფლების კომპეტენციაა.
უცხო დიპლომატიური მისიის „შეშფოთება“ და პოლიტიკური პირობების წამოყენება ამ პროცესში სხვაგვარად ვერ აიხსნება, თუ არა ზეწოლა. მკაფიო და მუქარის შემცველი განცხადებები არა მხოლოდ დიპლომატიური ეთიკის დარღვევაა, არამედ პირდაპირი ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ისეთივე, როგორც ოდესღაც საბჭოთა კავშირი ახორციელებდა.დამოუკიდებელი ქვეყანა ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება იმ კანონებით, რომლებსაც თავად ირჩევს.
