მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, სიცოცხლე აჩუქა ჩემს ქვეყანას! (აუდიო)
გთავაზობთ მცირე ინტერვიუს ნაციონალიური რეჟიმისგან დაზარალებულ ციცინო ხარაბაძესთან. ციცინო აქტიურად არის ჩაბმული საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში და პირდაპირი მნიშვნელობით კბილებით იცავს მმართველი ძალის „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, ამხელს ნაც.რეჟიმს.
- ფაშიზმთან წინააღმდეგ ბრძოლა ერთი წუთით არ შეჩერებულა საქართველოში, თავს მოხვეულმა კოაბიტაციამ დიდი ზიანი მიაყენა ქართულ საზოგადოებას და დღესაც ე.წ. 12 პუნქტიანი გეგმის N1 მოთხოვნა „დეპოლარიზაციაა“. როგორ გგონია, შეიძლება შეურიგდე ნაციზმს, დიქტატურას, ძალადობას, ტერორს, რაც ყველამ ერთად ვიხილეთ 2012 წლამდე საქართველოში?
-ეს არის ყოვლად დაუშვებელი, გამორიცხულია მათთან შერიგება. არ შეიძლება ფაშიზმთან შერიგება, ვერ წარმომიდგენია „ნაციონალებს“ როგორ უნდა შეურიგდე, როცა მთელი 9 წელიწადი წამების და ტანჯვის მეტი ხალხს არაფერი მოუტანეს. თითქმის ყველა დაზარალებული ვართ ჩვენ „ნაციონალებისგან“ 80%, გარდა იმ ხალხისა, რომლებიც მათ უჭედნენ მხარს. წამება კვლა, ცინიზმი, ბოროტება მსგავსი ცხოვრებაში არ მინახავს რაც მათ დროს ვნახეთ.
- ექსპერტი“ ნაცოლოგი“ ხარ ფაქტობრივად, კარგად ცნობ მათ, ალბათ ქუჩაშიც კი გცნობენ და როგორ ფიქრობ, შეიცვალა მათი ფსიქოლოგია, მენტალიტეტი 2012 წლის შემდეგ?
– გამორიცხულია მათი შეცვლა , სატანა , მკვლელი, ჯალათი პირიქით გიენებივით იქცნენ. გამოამჟღავნეს ფაშისტური ბუნება. ჩვეულებრივი ნარკომანი იყო სააკაშვილი, მისი ავადმყოფობა, ეს არის ტყუილი. მთელმა ქვეყანამ იცის მისი ნარკომანობის შესახებ.
- ხელისუფლებაში რომ იყო რას შეცვლიდი,რას ურჩევიდი მათ ?
– ხელისუფლებაში რომ ვიყო ცილისწამებაზე მივიღებდი აუცილებლად პირველ რიგში კანონს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველას დავსჯიდი, რასაც დღეს ისინი სჩადიან ამას ჰქვია თავგასულობა, ყველაფერი ეპატიებათ, ყველაფერი გასდით, ყველაფერს კადრულობენ თავის ჟურნალისტებიანად. თუ არ მიიღეს ეს კანონი , როგორ უნდა დაისაჯონ?
- როგორ ფიქრობ, ღირს კი ამდენი დაუმსახურებელი ლანძღვა-გინების მოსმენა სექტანტებისგან? ააქვს აზრი მათთან საუბარს?
-მე არ ვესაუბრები მაგათ, გადავდივარ პირდაპირ შეტევაზე, არაადამიანებს ზუსტად ისე უნდა ესაუბრო, როგორც იმსახურებენ! სააკაშვილის დროინდელი კუდ-ის თანამშრომლები იყვენენ მევახშეების მაფიაში ჩართული და სწორედ ისინი კურირებდნენ ამ მევახშეებს. სამართლიანობა რომ იყოს პირველ რიგში ჩემი დამზარალებელი მევახშეეები უნდა იყვენენ დაჭერილი, პროკურატურაში დევს შეკერილი საქმე .
- ციცი, რას საქმიანობ, რას მოღვაწეობ დღეს?
-არაფერს საერთოდ, სამწუხაროდ. ერთადერთი რაც მინდა ქვეყანაში იყოს მშვიდობა. მე აქტიური მხარდამჭერი ვარ ამ მთვარობის და მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის. სიცოცხლე აჩუქა ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, ჩემს ერს. მეც მათ შორის და ყველას. მიუხედავად ყველაფერის ძალიან ბევრს, ბევრ სიკეთეს უკეთებს ეს კაცი ქვეყანას და რამდენ ტალახს ესვრიან ეს მაგიჟებს საერთოდ და მაცოფებს. ძალიან კარგი გუნდი ყავს . არ დამიკლია როცა არ მომწონდა ( რედ: აქტიურად აკრიტიკებდა პრემიერ გახარიას მოღვაწეობას) , უკან არ დამიხევია საკადრის პასუხს ვცემდი მთავრობის ყოფილ წევრებს. დღეს ვინც არიან მეიმედება ეს ბიჭები მართლა ყველა.
- რამეს ხომ არ დაამატებდით?
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემი ყველაზე მაგარი ქართველი, საქართველოს იმედი, მაგარი კაცი, ოქროს შვილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. ვიცი, რომ საქართველოს სამშვიდობოს გაიყვანს, ძალიან ძლიერია გატარებული მშვიდობიანი პოლიტიკით,თავისი ადამიანობით, მადლობა მას და იცოდეს, რომ ძალიან, ძალიან ბევრ ადამიანს შვილივით, ძმასავით უყვარს და ჩემსავით ეიმედება!
წარმატებები პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში!