დატბორილი დედამიწა: როგორ შეიცვლება მსოფლიო რუკა 2100 წლისთვის
სულ რაღაც 80 წელიწადში, 2100 წლისთვის ქვეყნების სანაპირო ზოლები რადიკალურად განსხვავებული იქნება. მთელი ქალაქები ნაწილობრივ ან მთლიანად დაიმალება წყლით. ეს ყველაფერი გლობალური დათბობის გამო, რაც ოკეანეების დონის აწევას იწვევს.
ნახეთ, როგორი შეიძლება გამოიყურებოდეს ცნობილი ადგილები მომავალში.
ლონდონის, ნიუ-იორკის, ბანგკოკისა და სხვა მსხვილი ქალაქების უზარმაზარი ტერიტორიები 2100 წლისთვის წყლის ქვეშ აღმოჩნდება, გლობალური ტემპერატურის ამჟამინდელი ტრაექტორიაზე დაფუძნებული საშინელი პროგნოზების მიხედვით.
პლანეტა შესაძლოა 3 გრადუსით გაცხელდეს. ასეთი ცვლილება კატასტროფულ გავლენას მოახდენს მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე მთელს მსოფლიოში. სიცხის ტალღები უფრო დიდხანს გაგრძელდება, გახშირდება, რაც გვალვებსა და სურსათის გლობალურ დეფიციტს გამოიწვევს. გაიზრდება მიგრაცია, ისევე როგორც დაავადების გავრცელება. პოლარული ყინულის დნობისას ზღვის დონე მოიმატებს.
ქვემოთ მოცემულ ფოტო შედარებებში ხედავთ, როგორ შეიცვლება მსოფლიო რუკა, თუ კაცობრიობა არ გაუმკლავდება მწვავე კლიმატის პრობლემებს. 2100 წლისთვის წითლად მონიშნული ყველა უბანი წყლის ქვეშ იქნება.
ტაილანდის დედაქალაქი ბანგკოკი შესაძლოა თითქმის მთლიანად განადგურდეს წყალდიდობის შედეგად. ვიეტნამის სამხრეთ ნაწილები ასევე დიდი რისკის ქვეშაა.
დაიტბორება ჩრდილოეთ საფრანგეთი, ბელგია, გერმანია და შემდეგ ნიდერლანდების დაახლოებით ნახევარი. ამსტერდამი და ჰაგა შეიძლება გახდეს კუნძული.
ლონდონი გახდება დასავლური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმის მქონე მსხვილი ქალაქი.