20 ივნისი 2026

ირაკლი კობახიძე : ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით ევროპარლამენტის რეზოლუციებს ფასი აქვს დაკარგული.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს ტაჯიკეთში განუცხადა, აღნიშნული რეზოლუციაში დისკრიმინაციული მოთხოვნაა, რომ, „მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი“.

  • „ზოგადად ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს. უკვე აღარ მახსოვს, მერამდენე რეზოლუცია დამტკიცდა.
  • ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს რეზოლუციები. საინტერესო დეტალია, პირდაპირ დისკრიმინაციული მოთხოვნა ჩანს ამ რეზოლუციაში, აცხადებენ, რომ მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი.
  • ეს, რა თქმა უნდა, არ არის ჯანსაღი მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ. საზოგადოება იმსახურებს სამართლიან დამოკიდებულებას ევრობიუროკრატიისგან, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ განსხვავებული მიდგომებია ჩამოყალიბებული.
  • არ შეიძლება მხოლოდ აგენტურას დაუტოვონ უვიზო რეჟიმი“,- განაცხადა კობახიძემ.