ომი სანაცეთში: შე ძუკნა, წიხლებით უნდა გცემო, ჩემი 43 ზომა ფეხი სახეზე რომ არ დაგადო, გარდაუვალია
“თბილისი 24”-ის წყაროს ინფორმაციით ნაც. ტერარიუმში დიდი აყალმაყალი და გაწევ -გამოწევაა. ახალ სერიაში ენმ-ს თავმჯდომარემ, კოტიკოს ცოლმა თინათინ ბოკუჩავამ, კოდუას ნაცოლარ ნანა ჟორჟოლიანს ძველი ცოდვები გაუხსენა.
მათ შორის დიდი დაპირისპირება ჟორჟოლიანის მიერ თანამდებობის წართმევამ განაპირობა. ჟორჟოლიანმა ბოკუჩავას ოჯახური და პირადი ინტიმური ურთიერთობები წამოაყვედრა, რასაც საპასუხოდ ბოკუჩავამ უკანასკნელს ყოფილი მამაკაცების დოსიე გადმოულაგა. მათ შორის დაპირისპირება გრიგოლიას ეთერის შემედეგ მოხდა.
ნანუკა თინათინს ამ სიტყვებით დაემუქრა: „შე ძუკნა, წიხლებით უნდა გცემო, ჩემი 43 ზომა ფეხი სახეზე რომ არ დაგადო, გარდაუვალია“.
კონფლიქტში აქტიურად ჩაერთო ლექტორი ანეტა წითლიძე, როიმელმაც მხარი ბოკუჩავას დაუჭირა. ანუ, ერთ დროს უძლეველი „ნაც. მოძრაობა“ ფაქტობრივად მიშას ქალებმა დაშალეს.
ერთი სიტყვით, ოდესღაც „უძლეველ ძალად“ მიჩნეული პოლიტიკური გაერთიანება დღეს საკუთარი შიდა ბრძოლებით უფროა დაკავებული, ვიდრე ოპონენტებთან ბრძოლით. მაყურებელს კი მხოლოდ პოპკორნის მომარაგება და შემდეგი სერიის მოლოდინი დარჩენია.
ახლა მთავარი ინტრიგა ის არის, გამოჩნდება თუ არა ამ პოლიტიკური სერიალის მორიგ ეპიზოდში სოფო ჯაფარიძე და რომელ მხარეს აღმოჩნდება. როგორც გამოცდილება გვასწავლის, ამ სცენარში ყველაფერი შესაძლებელია, გარდა სიუჟეტის სწრაფად დასრულებისა.
