21 მაისი 2026

ხაზარაძე გაიქცა, საქართველო თავისუფალია

პარტია ლელო-ს ლიდერი მამუკა ხაზარაძე, როგორც ჩანს, ექსპრემიერ გიორგი გახარია-ს გზას დაადგა — საქართველო და მისივე შექმნილი პარტია ობლად დატოვა. „თბილისი 24“-ის ინფორმაციით, ხაზარაძემ ქვეყნიდან დიდი ოდენობით ფინანსების გატანაც მოახერხა. ბრიუსელში შეძენილი მდიდრული სასახლის შემდეგ, მან ელიტური უძრავი ქონება პარიზშიც დაიმატა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ პროცესში დახმარებას უწევდა ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.


ქართველი ხალხის ხარჯზე გამდიდრებული ბანკირი დღეს უცხოეთში კომფორტულად ცხოვრობს და ისევ შორიდან ცდილობს პოლიტიკური სპექტაკლების დადგმას. როგორც გახარია,

ისიც ხმაურიანი განცხადებებით „დაბრუნებას“ აანონსებს, თუმცა რეალურად კარგად იცის, რომ საზოგადოების ნდობა დაკარგული აქვს. ოპოზიციური ტელევიზიების მეშვეობით შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი ვეღარ ფარავს იმ ფაქტს, რომ მისი პოლიტიკური და აგენტურული საქმიანობა საქართველოში დასასრულს მიუახლოვდა. ხალხმა უკვე კარგად დაინახა, ვინ იბრძვის ქვეყნისთვის და ვინ — საკუთარი ფინანსური და უცხოური ინტერესებისთვის.