18 მარტი 2026

აშშ-მ საქართველო ვიზების გაცემის პროცედურებისათის “მაღალი რისკის” ქვეყნებში შეიყვანა

ყოფილმა “სტრატეგიულმა პარტნიორმა” საქართველო იმ ქვეყნების სიას დაამატა, რომლის მოქალაქეებსაც ამერიკული მოკლე ვადიანი ვიზებისთვის 15. 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

საუბარია B1 (ბიზნესი) და B2 (ტურიზმი/სამედიცინო მკურნალობა) ტიპის ვიზებზე. სავიზო გირაოს რაოდენობა შესაძლოა იყოს $5 000, $10 000 ან $15 000, რაც დადგენილი იქნება საკონსულო გასაუბრების დროს.

აღინიშნება, რომ სავიზო გირაოს გადახდა ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სავიზო გირაოს პროგრამის მიზანია მნიშვნელოვნად შეამციროს ვიზის მიმღებთა რაოდენობა, ვინც აშშ-ში ყოფნის ვადებს აჭარბებს და ქვეყანაში არალეგალურად რჩებიან.

საქართველოსთან ერთად კიდევ “მაღალი რისკის” ქვეყნებია:

  • ალჟირი,
  • ანგოლა,
  • ანტიგუა და ბარბუდა,
  • ბანგლადეში,
  • ბენინი,
  • ბუტანი,
  • ბოტსვანა,
  • ბურუნდი,
  • კაბო-ვერდე,
  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა,
  • კოტ-დ’ივუარი,
  • კუბა,
  • ჯიბუტი,
  • დომინიკა,
  • ფიჯი,
  • გაბონი,
  • გამბია,
  • გვინეა,
  • გვინეა-ბისაუ,
  • ყირგიზეთი,
  • მალავი,
  • მავრიტანია,
  • ნამიბია,
  • ნეპალი,
  • ნიგერია,
  • სან-ტომე და პრინსიპი,
  • სენეგალი,
  • ტაჯიკეთი,
  • ტანზანია,
  • ტოგო,
  • ტონგა,
  • თურქმენეთი,
  • ტუვალუ,
  • უგანდა,
  • ვანუატუ,
  • ვენესუელა,
  • ზამბია,
  • ზიმბაბვე.