16 მარტი 2026

ყახაზებმა ახალი კონსტიტუციის მიღებას დაუჭირეს მხარი

ყაზახეთის ახალი კონსტიტუციის მიღებას რესპუბლიკური რეფერენდუმის მონაწილეთა 86,7%-მა დაუჭირა მხარი. მონაცემებს ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რეფერენდუმის ცენტრალურ კომისიაში განაცხადეს, რომ აქტივობამ 73,24% შეადგინა. რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით გამოცხადებული არ არის.

ახალი კონსტიტუცია სულ რაღაც 22 დღეში შემუშავდა. მას სახელმწიფო მოწყობაში მასშტაბური ცვლილებები შეაქვს.

მთავარი ცვლილებები ეხება სახელმწიფო მართვის სისტემას:

  • ორპალატიანი პარლამენტის ნაცვლად შემოდის ერთპალატიანი ყურულთაი, რომლის 145 დეპუტატი პარტიული სიებით ხუთწლიანი ვადით აირჩევა.
  • ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება,
  • ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების -მასლიხატების 5 წლით არჩევა,
  • ყაზახეთის კონსტიტუციის უპირობო უპირატესობა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე;
  • ტრადიციული ღირებულებების დაცვა,
  • კანონი “უცხოელი აგენტების შესახებ”,
  • ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვა,
  • ქორწინების განსაზღვრა, როგორც კაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი; (მუხლი 30: ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი და თანასწორი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფოს მიერ კანონის შესაბამისად.)
  • საპროტესტო აქციების შეზღუდვა იმ შემთხვევაში, თუ ისინი საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ მორალს ემუქრება.
  • აკრძალვა კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლების ძალადობრივი შეცვლის, ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, ეროვნული უსაფრთხოების შელახვის, ომის, შეიარაღებული კონფლიქტების, სოციალური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური უპირატესობის ან უთანხმოების, სისასტიკისა და ძალადობის კულტის პროპაგანდა, აგრეთვე ასეთი ქმედებების ჩადენისკენ მოწოდება.