აშშ-ს სახ.დეპმა ისრაელისთვის 12.000 ბომბის 151,8 მლნ. $ მიყიდვა დაამტკიცა
შეერთებულმა შტატებმა ისრაელისთვის საჰაერო ბომბების გაყიდვის ნებართვა გასცა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 151,8 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგების დამტკიცების შესახებ განაცხადა.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა ისრაელის მთავრობისთვის საბრძოლო მასალისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის პოტენციური გაყიდვა საგარეო სამხედრო გაყიდვების (FMS) მეშვეობით“, – ნათქვამია პრესრელიზში.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ისრაელმა წარადგინა მოთხოვნა 12,000 BLU-110A/B ზოგადი დანიშნულების საჰაერო ( დემოკრატიული) ბომბის შესაძენად. თითოეული დაახლოებით 1,000 ფუნტს, ანუ დაახლოებით 454 კგ-ს იწონის.
